ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გზების წმენდის სამუშაოებს დილიდან ეცნობიან.
ამ დროის მონაცემებით ცაგერის მუნიციპალიტეტში შუქი არ მიეწოდება 49 სოფელს. შიდა სასოფლო გზა ჩაკეტილი აქვს 40 სოფელს.
გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზუბში, ზარაგულაში, ჭალისთავში, დოღურაშში, ტვიშში, ჩქუმში, აღვში, ქულბაქში, ღვირიში- ალპანის ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. ასევე, გრძელდება ქალაქ ცაგერის და ქვედა ცაგერის შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები.
დასრულებულია სოფელ საირმის, ზედა და ქვედა ლუხვანოს ცენტრალური და შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები.
ამ დროისთვის ცაგერი- ორბელის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა დაზიანებულ ლოკაციებზე ელექტრომომარაგების აღსადგენად.
ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სოფლების მიმართულებით და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.