სოფლებში მოსახლეობა დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, გზები ჩახერგილია და ადამიანები, ფაქტობრივად, იზოლაციასა და სიბნელეში იმყოფებიან – ხონში არსებული რთული ვითარების გამო სოციალურ ქსელში მაია ბოჭორიშვილი წერს:
,,საყვედური ხონის მუნიციპალიტეტის მმართველობის მიმართ
დიდთოვლობა არ წარმოადგენს მოულოდნელ სტიქიურ უბედურებას, ეს არის, წინასწარ ცნობილი და მოსალოდნელი ბუნებრივი მოვლენა. თუმცა, დიდთოვლობის გამო ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა წინასაახალწლოდ დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, გზები ჩახერგილია და ადამიანები, ფაქტობრივად, იზოლაციასა და სიბნელეში იმყოფებიან
ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების ვალდებულებაა, მსგავსი რეალობისთვის მთელი წლის განმავლობაში მზადება. თქვენი მოუმზადებლობა კი ყოველ ზამთარს ერთსა და იმავე შედეგს იძლევა: თოვლი მოდის და ინფრასტრუქტურა პარალიზებულია
ეს უკვე აღარ არის, შემთხვევითი პრობლემა. ეს არის, სისტემური მარცხი, არაეფექტური მართვის შედეგი და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ნათელი მაგალითი
დიდთოვლობა ხონის მუნიციპალიტეტისთვის გამოცდაა, გამოცდა, რომელსაც წლებია ვერ აბარებს.
ჩვენ, სოფლად მცხოვრებნი, არ ვიმსახურებთ ყოველ ზამთარს ერთსა და იმავე კრიზისში ყოფნას. ჩვენ არ ვითხოვთ ფუფუნებას, ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულს: შუქს, უსაფრთხო გადაადგილებასა და პასუხისმგებლობას
ეს არის მინიმუმი, რაც ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს უნდა შესთავაზოს -წერს სოციალურ ქსელში მაია ბოჭორიშვილი.










