გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული ა.პ. დანის მუქარით დააყაჩაღა, ძვირფასეულობა, 14 000 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










