,,დიდთოვლობის გამო კინჩხაში უკვე მესამე დღეა არ არის ელექტროენერგია. ეს აღარ არის უბრალოდ „ამინდის პრობლემა“, ეს არის უპასუხისმგებლობის შედეგი.
ახალი წელი მოდის. ოჯახები პატარა ბავშვებით, მოხუცებით დარჩნენ სიბნელეში, სიცივეში და გაურკვევლობაში. არ არის შუქი, არ არის კომუნიკაცია. ეს არ არის ფუფუნება — ეს არის საბაზისო საჭიროება.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სოფლის გზები არ იწმინდება. საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარება როგორ უნდა მოვიდეს? როგორ უნდა გადაადგილდნენ ადამიანები? ეს არის რეალური საფრთხე სიცოცხლისთვის.
ყოველ წელს იგივე სცენარი მეორდება: პირველი დიდი თოვლი და სოფელი იზოლაციაში რჩება. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ უყურადღებოდ მიტოვებულები? რატომ არ ხდება ინფრასტრუქტურის გამართული დაგეგმვა და ხარისხიანი შესრულება? რატომ ვრჩებით კრიზისის წინაშე ყოველ ზამთარს?
სოფელი არ ნიშნავს დავიწყებულს.
სოფელში ცხოვრობენ ადამიანები ბავშვები, მოხუცები და მათაც აქვთ უფლება ნორმალურ, უსაფრთხო ცხოვრებაზე.” – წერს მაგდა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.










