ქუთაისი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. უკვე ცნობილია რა ღონისძიებები გაიმართება 31 დეკემბერს ქალაში.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით 31 დეკემბერს ქალაქში 12:00 საათიდან მოეწყობა საახალწლო თეატრალური წარმოდგენა; ზღაპრის გმირების და ანიმატორების საზეიმო მსვლელობა; საბავშვო აქტივობები; ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
13:00 საათზე ადგილობრივი საბავშვო-საესტრადო სტუდიების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
20:00 საათზე დაგეგმილია საახალწლო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ,,ჩვენი კვარტეტი“, კახა კუხიანიძე, გიორგი ფრუიძე, PAJO (ნიკა ბიწაძე), ინდირა ჯგერნაია და ბენდი New Vision, მიმი ჯავახიშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, დიჯეი სომალი.
00:00 საათზე ქალაქი ახალ წელს საზეიმო ფოიერვერკით შეხვდება.