LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს

“ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/12/25-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,

„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცველ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული მიმართულებით, თუმცა რასაც ხელისუფლება აპირებს არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და სადაც ამის რესურსია – ფასების შემცირება უზრუნველყოს.

„ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ რაღაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია, ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი,”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნების გამოსატანად.

„წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები. მათ შორის, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი – ნახეთ განახლებული ფასები

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 636 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.11%-ით კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

თბილისში, 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი, ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6989 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6994 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილად ამ დრომდე მიმდინარეობს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მულით დაიწყო, რაც ტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 2, 2026
0
გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

როგორც უკვე ვწერდით, გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. „გურია ნიუსისთვის“ გარდაცვლილის ვინაობა გახდა ცნობილი _ არსებული ინფორმაციით, იგი 45 წლის სოფო კუპრავაა. როგორც წყარო აცხადებს, ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით...

დაწვრილებითDetails

სემეკმა გაერთიანებული წყალმომარგების კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 2, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით...

დაწვრილებითDetails

მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს
მთავარი

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili...

დაწვრილებითDetails

“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში
მთავარი

შიდა გამოცდები და მისი სისტემა, სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა - ამის შესახებ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები "მეგა ტვ"-სთვის მოწერილ წერილში წერენ და განათლების სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი, 1 აპრილს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"