სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს. 2026 წლის 5 და 6 იანვარს, საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებშიც, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
ა) ექსპორტ – იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;
ბ) ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება;
გ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკის არსებობისას;
აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










