LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ადვოკატის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს, მათ შორის მის საცხოვრებელ ბინას

დაპოსტა 2025/12/24-ში
72
ნახვა
გაზიარება

ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს. ამის შესახებ მან საქართველოს პროკურატურასთან მისვლის შემდგომ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, ყადაღა, დაახლოებით, 2 თვის წინ დაედო.

ადვოკატის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, „ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია“.

„უძრავ საშუალებას, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ადევს ყადაღა. ეს ყადაღა დადებულია, როდესაც გამოძიება დაიწყეს. მე ვიცი, რომ უძრავ ქონებას ადევს ყადაღას. ზუსტად მაგ მასალებს არ გავცნობილვარ, მაგრამ დაახლოებით ორი თვის წინ [დაადეს ყადაღა]. ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია. თქვენ შეგიძლიათ მისი ქონებრივი დეკლარაცია ნახოთ და იქ გამოჩნდება. რამდენიმე უძრავი ქონებაა, ერთი მეტ-ნაკლებად ბოლოს შეძენილი, თბილისში, სადაც ცხოვრობდა და დანარჩენი ისეთი არაფერი. სხვა რაღაც განსაკუთრებული მე არ მახსოვს. ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია.

მისი სახლიდან ამოღებული [მასალებიდან], გუშინ არაერთხელ განვმარტე, არ იქნება შიგ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას რაიმე ფორმით ადასტურებდეს. რამდენიმე ცალი CD და მობილური ტელეფონია, რომლის პაროლიც კი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. მოგეხსნებათ, რა რთული გასახსნელია მობილური ტელეფონის პაროლი, თავად უთხრა [პაროლი ლილუაშვილმა]. ჩვენი ვარაუდით და რწმენით, ის რაიმე კანონსაწინააღმდეგო და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნება“,- განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის პოზიციაა, რომ სასამართლო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს.

„პროცედურა ითვალისწინებს, რომ უნდა მოვითხოვო აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება. როდესაც ადამიანი ბრალს არ ცნობს, ის არანაირ აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმება. თუმცაღა არსებობს პრაქტიკა, როდესაც ალტერნატივის სახით ხდება ხოლმე სხვა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და მათ შორის, გირაოც. განვიხილავთ ამ საკითხს, შევთანხმდებით. [თანხა] ახლა ჩამოყალიბებულ არ მაქვს, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ და შევჯერდები ოჯახთან და იმის მიხედვით პროცესზე გავაჟღერებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ადვოკატმა აღნიშნა: „მხოლოდ ვარაუდია ის, რომ შესაძლოა, არსებობდეს საფრთხე, ლილუაშვილმა ვინმეზე ზეწოლა მოახდინოს“.

„კონკრეტიზაციაც უნდა იყოს, რა სახის [ზეწოლა], მით უმეტეს, ჩემზე კარგად იცით, ორ თვეზე მეტია გამოძიება გრძელდება. თუ ამ ორი თვის განმავლობაში რაიმე ზემოქმედება და რაიმე დამადასტურებელი არ არსებობს, დანარჩენი ჰიპოთეზურად ყოველთვის შეიძლება.. საზოგადოებაში მისი ადგილიდან გამომდინარე, თეორიულად, ყველას რაღაცაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ კი 2 თვის განმავლობაში ეს არ მომხდარა, მეტი დასაბუთება სჭირდება პროკურატურას, რომ ამ კუთხით ასაბუთოს“,- განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.

გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.

მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი „ქოლ-ცენტრების“ მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
11
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
9
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
137
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

იანვარი 27, 2026
5
მთავარი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს – მარი რამბახი

იანვარი 27, 2026
13
მთავარი

გერმანია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფი გაუარესებით ძალიან შეშფოთებულია , - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელობის მრჩეველმა, მარი რამბახმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

იანვარი 27, 2026
28
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

იანვარი 27, 2026
198
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. როგორც ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილმა აცხადებს, ღუდუშაური წუხელ დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. „ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინდა

იანვარი 27, 2026
166
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».