LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე

” 2026 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ” – კალაძე

დაპოსტა 2025/12/24-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალ წლებში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც საკრებულომ გუშინ დაამტკიცა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი – გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"