LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში

დაპოსტა 2025/12/22-ში
36
ნახვა
გაზიარება

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13,000 ჰექტარს მოიცავს. მისი მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, ტყის დაცვა და მონიტორინგი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, ეკოტურიზმის განვითარება – ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შეთავაზება.

რეკრეაციული ფერმა ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბუნება, მასთან სიახლოვე უყვარს; ვისაც მთები, თავგადასავალი იზიდავს; ვისაც სურვილი აქვს, ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გამოცდილება მიიღოს. აქაურობა ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა საქართველოში. რეკრეაციულ ფერმას სტუმრობენ ბავშვებიც, მათთვის აქ საგანმანათლებლო ტურები ეწყობა.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ამჯერად ვიდეოოპერატორი, ფოტოგრაფი, მთამსვლელი და ინფლუენსერი ნიკა ლებანიძე ესტუმრა. რეკრეაციული ფერმა ნიკასთვის აღმოჩენა არ ყოფილა, აქაურობას კარგად იცნობს, თუმცა აღმოჩენის ტოლფასი იყო ამ ტერიტორიისთვის სხვა თვალით შეხედვის შესაძლებლობა. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი.

ნიკა ლებანიძე: „საირმეში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ზეკარის უღელტეხილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი ადგილია საქართველოში, სადაც ხშირად დავდივარ, როცა ბუნებაში გასვლა და რაიმე აქტივობის დაგეგმვა მინდება, თუმცა ეს გამოცდილება მაინც განსხვავებული იყო.

აქაურობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ წელიწადის ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ისეთი აქტივობები დაგეგმო, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. ზამთარშიც ვარ ნამყოფი სათხილამურო ტურით მეგობრებთან ერთად, ადრეულ გაზაფხულზეც, როცა სრიალებ და გარშემო თოვლში ამოწვერილი ყვავილები დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. იგივე შემიძლია ვთქვა გვიანი შემოდგომის საირმეზეც, რომელიც, უბრალოდ, მომაჯადოებელია! „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მონახულება ნიშნავს ულამაზესი ხედებით ტკბობას აბასთუმნიდან გადასასვლელ გზაზე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი მოგზაური გადის, მათ შორის მოტოციკლეტით და ველოსიპედითაც კი. ეს მარშრუტი მსოფლიო რუკაზეა დატანილი და ვინც ამ ტერიტორიაზე ხვდება, ყველა გადის ამ გზას. „საიმეს რეკრეაციულ ფერმას“ ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უამრავი უცხოელი სტუმრობს ამ ადგილს და სამწუხაროა ის, რომ აქ უცხოელი უფრო მეტია ნამყოფი, ვიდრე ქართველი“.

მთამსვლელი, რომელსაც არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, საირმის ლანდშაფტმა არაერთხელ განაცვიფრა სასიამოვნოდ.

„ეს არის ადგილი, სადაც ლანდშაფტი გამორჩეულია ცვალებადობით: უღრანი ტყიდან რაღაც დროის შემდეგ ალპურ ზონაში ამოყოფ თავს. იქ რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომელთა დალაშქვრა დიდ მწვერვალებზე ასვლას არ ჩამოუვარდება შეგრძნებებით. ალპური ზონა და ტყის საფარი ისეა ერთმანეთში გადაჯაჭვული, ფოთლოვანი ტყე ისე ცვლის წიწვოვან საფარს, ისეთი კონტრასტული და ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი სანახაობის მოწმე ხდები, რომლის მსგავსსაც რთულად თუ ნახავ სადმე. ვინც ზეკარის უღელტეხილზე ყოფილა და საირმისკენ წასულა, შეუძლებელია, აღტაცებაში არ მოსულიყო ამ არეალით. აქაურობა შვეიცარიას წააგავს, ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებული მოეჩვენოს ეს შეფასება მასშტაბის სხვაობის გამო, მაგრამ მსგავსება ძალიან დიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებას აქვს, არის ის, რომ იოლი მისადგომია, მარტივად დაგეგმავ, გზა კარგია, ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობაა“, – ამბობს ნიკა ლებანიძე.

 

„საირმეს რეკრაციულ ფერმაში“ ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი.

„ისეთი ლოკაციაა, თუ კარგ ამინდში ზემოთ ადიხარ, ცენტრალურ კავკასიონს ხედავ, შეგიძლია სვანეთისა და რაჭის მთებს უყურო, ხვამლის მთას… ქუთაისსა და იმერეთს გადახედო. ერთ-ერთი ცენტრალური, საკვანძო ადგილია საქართველოში და ამის აღქმა რუკაზეც იოლია. ცენტრალური საირმე და რეკრეაციული ფერმა, ფაქტობრივად, გადაბმულია ერთმანეთზე. მიმდებარე ტერიტორია უამრავ შესაძლებლობას იძლევა – ფეხით ლაშქრობაც შესაძლებელია, ცხენითაც შეიძლება, ტური მოიწყო, მანქანით გაისეირნო, მოტოციკლეტითაც იარო, ველოსიპედითაც. ყოველგვარი აღმატებითი შეფასების გარეშე ვამბობ, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია საქართველოში. ერთ ლოკაციაზე იმდენად დიდი მრავალფეროვნებაა, არასდროს მოიწყენ, თუ გიყვარს ბუნება და ხეტიალი“.

ვიზიტის დროს არაერთხელ შეხვდა რეინჯერებს, რომლებიც „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიას“ 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ:

„საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი რეინჯერებს – იმ ადამიანებს, ვინც „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ემსახურება, იცავს და უვლის, შესაბამისად კი, უფრთხილდება საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას, რომლის ფლორასა და ფაუნას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მათთან ურთიერთობის დროს სიტყვების გარეშეც კი იგრძნობოდა იმ საქმის დიდი სიყვარული, რომელსაც ისინი აკეთებენ.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ფოტოხაფანგებია დაგებული და კამერები აღბეჭდავს გარეული ცხოველების მომრავლებას. შედეგი უკვე თვალსაჩინოა, რაც ძალიან სასიხარულოა. აქ გამორიცხულია რაიმე სახის ბრაკონიერობა, რაც, ზოგადად, მძიმე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო. თანამედროვეობას ახასიათებს ის, რომ ბუნებას არ ვუფრთხილდებით.

თუმცა აქ რეინჯერების ენთუზიაზმი იმდენად გადამდებია, იმედი გიჩნდება, რომ სხვებისთვისაც კარგი მაგალითი და მოტივაცია იქნება, იგივე გააკეთონ, რადგან ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნების უნიკალურობის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა“.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ სტუმრობას ნიკა ზამთარშიც გეგმავს. ამბობს, რომ მისთვის საყვარელ სეზონზე გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მომნუსხველია.

 

 

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
511
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
3.6k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

იანვარი 27, 2026
143
მთავარი

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
35
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
559
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

იანვარი 27, 2026
157
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
113
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
37
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
27
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
15
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».