LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ სუნთქავს, არ ატარებს ჰაერს – რა ხდება გელათის სამონასტრო კომპლექსში

არ სუნთქავს, არ ატარებს ჰაერს – რა ხდება გელათის სამონასტრო კომპლექსში

დაპოსტა 2025/12/22-ში
A A
127
ნახვა
გაზიარება

გელათში გათბობის სისტემის მონტაჟი დაიწყეს. როგორც თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტაძარი თერმულ ხაფანგში ექცევა და გათბობა ფრესკებს და ქვის სტრუქტურას კიდევ უფრო დააზიანებს, ახალი ბზარები გაუჩნდება კედლებსაც.

მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობს გელათის მცველი თორნიკე ბარათაშვილი. მისი თქმით, დროებით გადახურვაზე გამოყენებული მასალა არ სუნთქავს, არ ატარებს ჰაერს, რის გამო პრობლემების მთელი ჯაჭვი იქმნება.

“დროებით გადახურვაზე, რომელიც მომწყობთა შეფასებით უნიკალურია, დაიწყეს გათბობის სისტემის მონტაჟი, რაც იმის სრული დასტურია, რასაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვამბობთ.
ჰაერგაუმტარმა (PCV) მასალამ სერიოზული პრობლემები გამოკვეთა და ეს გადაწყვეტილება, როგორც უმარავი სხვა, გამოკვეთილ პრობლემებზე რეაგირებაა და არა პრევენცია- მეცნიერული გათვლა და გეგმიური ნაბიჯი.
ესეც პროცესის არათანმიმდევრულ, სუსტ მართვაზე მიუთუთებს, რაზეც იკომოსიც აღნიშნავდა დასკვნაში.
რაც შეეხება კონკრეტულად სამუშაოს, რასაც ახლა გელათში ვხედავთ:
ამონტაჟებენ გამათბობლებს (BV400), რომელმაც ჰაერის თბილი ნაკადი შენობის ფასადსა და კონსტრუქციაზე მოწყობილ ტენტს შორის უნდა გაანაწილოს.
რისკები:
PVC ფირის ჰერმეტულობა ქმნის თერმული ჯიბეების და მიკროკლიმატის დესტაბილიზაციის სერიოზულ რისკს, განსაკუთრებით გუმბათის ზონაში, სადაც სივრცე შეხღუდულია.
ვინტილაციის, ღიობების გარეშე უკუეფექტი გარდაუვალია, რადგან:
გადახურვაზე გამოყენებული ფირი: არ სუნთქავს, არ ატარებს ორთქლს, არ აქვს ზემოთ აშკარა გამწოვი ღიობები.
შესაბამისად: სითბო შედის სწრაფად, გამოდის ნელა, გათიშვის შემდეგ იწყება უკუქცევითი კონდენსაცია.
ყველასთვის გასაგებია, რომ ჰაერი თბება ძალიან სწრაფად, ქვა თბება ნელა
შედეგად: ზედაპირი და ჰაერი სხვადასხვა ტემპერატურაზეა, წარმოიქმნება თერმული დაძაბულობა მიკრონულ დონეზე, გრძელ ვადაში ეს არის ბზარების, მარილების მიგრაციის და პიგმენტის დაზიანების საფუძველი.
იგივე პრობლემაზე ზაფხულის პერიოდშიც ვსაუბრობდით, რადგან განსაკუთრებით თერმულ ჯიბეზე (გუმბათის სახურავში) ვენტილაცია არ ხდებოდა.
ზოგადად ვენტილაციის სისტემა უნიკალურად შეფასებულ ამ პროექტს საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული, რაც კატასტროფაა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ კითხვებს მხოლოდ ზოგადად პრობლემის ტოტალირად უარყოფით და თავდასხმებით პასუხობენ, ისინი მაინც დასასმელია:
არის თუ არა სიმძლავრე ლიმიტირებული და დოკუმენტურად გაწერილი?
რა მეთოდით მოხდება მართვის მკაცრი კონტროლი?
რა ინტენსივობით გამოიყენებენ ამ სარისკო ელემენტს?
სად ტოვებს სისტემას ზედა ზონაში დაგროვილი თბილი და ტენიანი ჰაერი?
ჩემს მიერ აღებული მონაცემებით გუშინ, როცა ინტერიერში 9 °c იყო, გარე ტემპერატურა 13 °c დაფიქსირდა.
ფრესკაზე თერმული სტრესის თავიდან ასაცილებლად, როგორ აპირებენ ინტერიერში ტემპერატურული ბალანსის მიღწევას?
რამ განაპირობა ფორსირებულად ამ პროცესის წარმოება უკვე დამდგარი ზამთრის პირობებში?

ბოლო შეკითხვა რიტორიკულია და პასუხი ცხადი!” – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი.

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ავარია მანავთან – დაშავებულია 5 ადამიანი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სა­გა­რე­ჯო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავდა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ნავ­ში რამ­დე­ნი სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

დაწვრილებითDetails

რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს
მთავარი

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.   სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"