წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია წერს.
“გადარჩა!
ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! ( რედ. მძღოლი დაკავებულია)
ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე.
არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში!
არავის!
ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის!
ჯანმრთელობა მას! ეს კაცი ჩვენს მომავალს სჭირდება!!
p.s ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია. (((
ნუ დაჯდებით მთვრალი საჭესთან!!!” – წერს წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში










