მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული. გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც მეტალოპლასტმასისა და სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ამ დროისთვის ზარალის ოდენობა უცნობია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
გუგუნავას ქუჩაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, ცეცხლი და დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის კერა ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან ჩანდა.










