მე დღეს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში თხოვნით დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.
ეს გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხს სერიოზულად გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ჰააგას დასჭირდება წლები, მაგრამ თავად გამოძიების დაწყებას სერიოზული ეფექტი ექნება.
მე მაქვს გამოცდილება ჰააგის ამ სასამართლოსთან მუშაობის, როცა 2019 წელს შევკრიბე იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა 300 გვერდიანი დოკუმენტი ICC-ში წარსადგენად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
მაშინ სასამართლომ მთლიანად გაამართლა საქართველო და ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს. ახლა ჩემი თავისუფლება საერთაშორისო კონტაქტების ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იმუშავებს და თავიდან აგვაცილებს ახალ ტრაგედიებს.
ვიცი რომ ჩემი ეს მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს ჩემს მიმართ, მაგრამ მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და არ შემიძლია ეს არ გამოვიყენო ხალხის დასახმარებლად, ამიტომ ვერ გავჩუმდები და მაინც ვდგამ ამ ნაბიჯს.- წერს სააკაშვილი
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...
საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...
26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...
ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...
აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...
დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...
თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...