LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ შეძლებენ მოსწავლეები მე-12 კლასის გავლას

დაპოსტა 2025/12/02-ში
130
ნახვა
გაზიარება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა.

გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, სამინისტრო გეგმავს, რომ მე-11 კლასში მოსწავლეებს მხოლოდ იმ საგნებში მომზადების საშუალება მისცეს, რომელიც მათ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში, გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც მე-12 კლასის არარსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არცერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებით არ დაზიანდება.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში. სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე, ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“,- განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია – გელა გელაძე

დეკემბერი 2, 2025
0
მთავარი

ვახტანგ გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“ - გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი...

დაწვრილებითDetails

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – გელა გელაძე

დეკემბერი 2, 2025
6
მთავარი

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული - რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ – არასამთავრობოები

დეკემბერი 2, 2025
19
მთავარი

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქიმიური ნივთიერების ხალხის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდიდან გახდება სკოლა კვლავ 11 წლიანი

დეკემბერი 2, 2025
1.5k
მთავარი

11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც...

დაწვრილებითDetails

BBC-მ იკადრა ტყუილი, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 2, 2025
21
მთავარი

სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა...

დაწვრილებითDetails

სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები

დეკემბერი 2, 2025
89
მთავარი

შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები...

დაწვრილებითDetails

პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება

დეკემბერი 2, 2025
230
მთავარი

პირველკლასელთა რეგისტრაციას, ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე,...

დაწვრილებითDetails

გივი ჭიჭინაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 2, 2025
537
მთავარი

გივი ჭიჭინაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცლებეს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, წლების განმავლობაში ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ბელთაძის გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს." - წერს გივი ჭიჭინაძე სოციალურ...

დაწვრილებითDetails

რადიო “ძველი ქალაქის” დაარსებიდან 30 წელი გავიდა

დეკემბერი 2, 2025
9
მთავარი

რადიო ძველი ქალაქის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. რადიო “ძველი ქალაქი” FM სივრცეში  1995 წლის 2 დეკემბერს და  გამოჩნდა და მსმენელებს უახლესი ჰიტების გარდა, უამრავი საინტერესო რუბრიკა და გადაცემა შესთავაზა. წლების...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს

დეკემბერი 2, 2025
28
hands texting with mobile phones in cafe
მთავარი

განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».