LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია ” – პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/11/28-ში
7
ნახვა
გაზიარება

ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან – ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი – „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის მიერ პეტერ ფიშერის განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაა“.

„მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი და მისი დამოკიდებულებები შეიცვალოს. სანამ ბრიუსელი ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემას არ დაიწყებს, ჩვენ ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. საბჭოთა კავშირი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს არ სცემდა, ამიტომ გამოვიქეცით და ახლა თავი შევყოთ ისეთ ბიუროკრატიაში, რომელიც ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც საბჭოთა კავშირი? – სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებული არ იყო?

ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან. პრობლემა იმაშია, რომ წევრ ქვეყნებსაც ჩაგრავენ. რა დამოკიდებულება აქვთ უნგრეთის მიმართ – არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს. ლამის პოლონეთიც აუჯანყდეს, რადგან გეი ქორწინებას აიძულებენ. კანონით თქვენ არ დაუშვათო, მაგრამ როდესაც საქორწინო ტურიზმით გერმანიაში გადავლენ და ხელს მოაწერენ და უკან დაბრუნდებიან და ოჯახი რომ დაერქმევათ, აღიარეთო. ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი – „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენთან კანონმდებლობით არც გეი ქორწინება და არც აღიარება არ არის დაშვებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის.

„ტყუილია, როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის და ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში. არ ვიცი ელჩს რატომ დასჭირდა ტყუილი, რომ თითქოს ბრიუსელი მიერ სანქცირებული პირი იყო დელეგაციაში. ევროკავშირის მხრიდან არავინ არ არის სანქცირებული . ესტონეთს თავში რა მოუვა, ესტონეთის ჭკუაზე თუ დადის ბრიუსელი…

თუ ბრიუსელი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ არის და ესტონეთის ჭკუაზე დადის, უნგრეთის ჭკუაზე რატომ არ დადის? უნგრეთი მაგალითად, როდესაც დიპლომატიური პასპორტების სავიზო რეჟიმი შემოიღეს – არ დათანხმდა, რას ერჩიან უნგრეთის ხელისუფლებას. წვრილმანი, უდონო, თავხედობა, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ გახდა სამწუხაროდ სამარკო ნიშანი ბრიუსელის ბიუროკრატიისა და გერმანიის ელჩის განცხადებაც ამის დასტურია. მაშინ რაღატომ სჭირდებათ კონსენსუსი? თუ კი მთელი ევროკავშირი ბატონ ცაჰკნაზეა დამოკიდებული, და როდესაც ყველაზე გამორჩეულ ქართველს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც პერსონალ ნონ-გრანტად გამოაცხადეს, რომელსაც მთელს ესტონურ ოლიმპიურ გუნდზე მეტი მედალი აქვს. ამ ხელისუფლებასა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ჭკუაზე, რატომ დადის ბრიუსელი? ეს არის პრობლემა. ასეთ ბრიუსელთან როგორ შეიძლება ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ? როდესაც საღამოს მიტინგზე მდგომი ესტონეთის საგარეო მინისტრის ჭკუაზე დადის ამხელა ორგანიზაცია, რომელიც ღირებულებებზე საუბრობს.

სიცრუეა, ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

“გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა”- შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
13
მთავარი

გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია. ნებისმიერი პარტია, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მას არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ,...

დაწვრილებითDetails

“მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” წინააღმდეგობაში” – ბრიტანელი პარლამენტარი

ნოემბერი 28, 2025
10
მთავარი

მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” მათ წინააღმდეგობაში , - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ვლადიმირ პუტინის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზეა. “მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან”...

დაწვრილებითDetails

“ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ, ბრიუსელის ბიუროკრატიას აი, ეს უნდოდა”- პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
18
მთავარი

ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ - ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა! - ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 ნოემბრისთვის

ნოემბერი 28, 2025
14
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც იანვრამდე სერიოზული ცვლილებები ელოდება

ნოემბერი 28, 2025
13
მთავარი

მორიელი წინ საკმაოდ ინტენსიური ეტაპი გელოდებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ძველი პროცესების დასრულება. კარიერული წინსვლა ან მნიშვნელოვანი პირადი გარდატეხა გაცილებით რეალური ხდება. მშვილდოსანი დეკემბერი თქვენს ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს გამოაჩენს....

დაწვრილებითDetails

2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

ნოემბერი 28, 2025
12
მთავარი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს. ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 1 ნიშანს დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ნოემბერი 28, 2025
9
მთავარი

ტრადიციულად, დეკემბერი შეჯამების თვედ ითვლება, როდესაც ბევრი ადამიანი ცდილობს, არსებული საქმეები დაასრულოს და ახალი გეგმები ჩამოაყალიბოს. აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ითვლება, რომ წელი ენერგეტიკულ ციკლს ამთავრებს და ბევრი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

ნოემბერი 28, 2025
14
მთავარი

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. - ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს. 1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება...

დაწვრილებითDetails

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

ნოემბერი 28, 2025
9
მთავარი

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება. პარლამენტს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი...

დაწვრილებითDetails

საჯარო სკოლის კვების ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა – შეჩერებულია საწარმოო პროცესი

ნოემბერი 28, 2025
82
მთავარი

თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».