LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ, ბრიუსელის ბიუროკრატიას აი, ეს უნდოდა”- პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/11/28-ში
A A
52
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ – ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა! – ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ “ბრიუსელს და ევროპელ პოლიტიკოსები აქ მაიდანი – სისხლისღვრა, არეულობა და ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტების მოყვანა უნდოდათ“.

პაპუაშვილის შეფასებითვე, “ერთ წელზე მეტია, საქართველოში გარედან მართული ტერორი მიმდინარეობს“.

“არ ვიცი, რატომ იკლებენ დღეებს – ზოგადად, პროტესტი 2024 წლის 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყო, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და აქ მყოფმა რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან პირწმინდად დამარცხდნენ. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და ამ ყველაფერს უწოდა რუსული სპეცოპერაცია, გაყალბება, 300 000 ზეციური ქართველი და ასე შემდეგ. პროტესტი 26 ოქტომბრიდან არის, რომელიც მარტივი კაპრიზიდან მოდის, რომ უმცირესობამ უმრავლესობა მართოს, რომ საქართველო გარედან იმართოს და ხელისუფლებაში იყვნენ ცალ ფეხზე მდგომები და არა საქართველოს ინტერესების გამტარებლები. როგორც ჩანს, თარიღი ერევათ და არ ვიცი, რატომ იკლებენ!

ერთ წელზე მეტია გარედან მართული ტერორი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, წაიკითხეთ – ყველა მის სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს, ბრიუსელმა იმისათვის, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, გაწევრიანების საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი ცალმხრივად შეწყვიტა ეს ცოტა ხნის წინ, მათ შორის საელჩომ აღიარა. ასე რომ, ის რაც 2024 წლის ივნისში შეწყდა, 2024 წლის ნოემბერში ვერ შეჩერდებოდა.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა და საქართველო და ქართველი ხალხი მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდა: – თუ მარცხენა ფეხზე დადგები მოლაპარაკებას ამ საკითხში გაგიხსნი, თუ მარჯვენა ფეხზე დადგები მოლაპარაკებას მეორე საკითხზე გაგიხსნი. უნდოდათ ქართველი ხალხი ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში დაეყენებინათ.

ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულ მზაობას აცხადებდა, რომ გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის და ეს ასეც რჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ. ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა, რომელიც პირდაპირ ჩაერია მისი ელჩის ხელით საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსებიც ჩამოდიოდნენ და აქ მიტინგებს გვიწყობდნენ.

დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ვნახე, რომელიც ერთი სიტყვით არ გამიჯვნია შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც აქ ხალხს მეიდნისკენ მოიწოდებდა. შარშან ბრიუსელი და ევროპელი პოლიტიკოსები ამას გვიკეთებდნენ! აქ უნდოდათ მაიდანი – აქ უნდოდათ სისხლისღვრა, არეულობა, ოღონდ ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტები მოეყვანათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, “ნებისმიერ მომენტში, როცა ბრიუსელი საკუთარი უსამართლო გადაწყვეტილების შეცვლას გადაწყვეტდა, საქართველო მზად იყო გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაეწყო“

“ვიქნებოდით სანიმუშო ამ მოლაპარაკების პროცესში. მოლაპარაკება გახსნეს მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, უკრაინასთან, რომელთაც საქართველო ჯობია. საქართველოს მიმართ კი უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

საქართველო ზოგიერთი ევრობიუროკრატის წინაშე, რომელთაც სურთ, რომ ქართველ ხალხს გადაწყვეტილების მიღება სახვეწარი გაუხადოს, მათხოვრობას არ დაიწყებს,

ბრიუსელის ბიუროკრატებს ხელში აქვს ჩაგდებული ევროკავშირის ინსტრუმენტები და ცდილობენ, ის დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად, იარაღად აქციონ, რაც დღევანდელი ევროპისთვის სირცხვილია!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"