LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?!” – კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე

დაპოსტა 2025/11/28-ში
კახა კალაძე
20
ნახვა
გაზიარება

რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30…- ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქცია-მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი დღეს უმცირესობაში არიან.

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი უმცირესობაში არიან. ეს არის მოცემულობა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე უთხრა არა, თვითმმართველობის არჩევნებზეც უთხრა არა. ეს არის მოცემულობა და ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირებ“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას. 20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გახდა.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი მთავრობაზე და ქვეყანაზე ზეწოლისთვის გამოიყენება.

„მოვისმინეთ, ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უშუალოდ პრემიერმა, პარლამენტარებმა, მეც ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს – არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი იმ სპეკულაციებისა და სიბინძურისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მთავარი არის ქართველი ხალხი, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოა. სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ორ საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ნოემბერი 28, 2025
590
მთავარი

ქუთაისში ორ საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ტყიბულის ქუჩაზე სახლებში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

“პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

ნოემბერი 28, 2025
6
მთავარი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლით შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ერთწლიან პერიოდში, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების,...

დაწვრილებითDetails

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

ნოემბერი 28, 2025
11
ეკონომიკა

სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6...

დაწვრილებითDetails

” რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?!” – კალაძე

ნოემბერი 28, 2025
14
მთავარი

რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა....

დაწვრილებითDetails

საშობაო მარხვა დაიწყო – რა არის აკრძალული და დაშვებული

ნოემბერი 28, 2025
28
მთავარი

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის...

დაწვრილებითDetails

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა

ნოემბერი 28, 2025
73
მთავარი

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

გრიპის ახალი მუტაცია – როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს

ნოემბერი 28, 2025
321
მთავარი

გრიპის ახალი მუტაცია - ჰონგ კონგის ვირუსი - როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს: ამ თემაზე ივანე ჩხაიძე გადაცემა ,,შუადღეში" დეტალურად საუბრობს. ნახეთ, ვიდეო:   

დაწვრილებითDetails

ვრცელდება პატრიარქის წერილი

ნოემბერი 28, 2025
16
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახური სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ავრცელებს. „მის უნეტარესობას, თეოფილე III-ს, წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად...

დაწვრილებითDetails

შსს რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2025
45
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, ვლადიმირ დუბოვსკის და ალინა საველიევას ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 28, 2025
11
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».