LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენთვის (საქართველოს) ფაილი დახურულია და გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე (საქართველოს კონტექსტში) – პეტერ ფიშერი

დაპოსტა 2025/11/26-ში
61
ნახვა
გაზიარება

ჩვენთვის [საქართველოს] ფაილი დახურულია – გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკომისიის გაფართოების  გერმანია ეთანხმება და აღარ მუშაობს გაფართოებაზე საქართველოსთან დაკავშირებით.

პეტერ ფიშერმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას” მისცა, რომლის ჯერ მხოლოდ  ფრაგმენტები გავრცელდა.

საქართველომ გადაუხვია გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა – ამბობს გერმანიის ელჩი “რადიო თავისუფლებასთან”.

მისი თქმით, ახლანდელი კურსით, არ არსებობს საქართველოს გაწევრიანებისკენ “სიცოცხლისუნარიანი გზა”.

თქვენ იკითხეთ როგორი წელი იყო ეს წელი. და მე ვიტყოდი, რა საშინელი წელიწადი იყო მეთქი. პირადად მე ეს ძალიან მამწუხრებს. როცა აქ ჩამოვედი 2022 წელს საქართველოს ჰქონდა ევროპული პერსპექტივა. მე პირადად ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. რაც იყო შემდეგი ნაბიჯი. გერმანიამ ძალიან ბევრი იმუშავა საქართველოს რომ ეს სტატუსი მიეღო. სწორედ ამის მიღების შემდეგ ვითარება გაფუჭდა და კიდევ უფრო გაუარესდა.

კაია კალასმა განაცხადა, რომ გაფართოების ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა საქართველოს ახლანდელი კურსით , არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა. თუ შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში არის კატასტროფული შენთვის.

ევროკავშირი წერილებით იმართება, მოვუწოდებ ადამიანებს წაიკითხონ ეს ანგარიში. საქართველომ გადაუხვია გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწდში.

თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს [საქართველოს] ფაილი დახურულია – არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით კი, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე [საქართველოს კონტექსტში – რ.თ.], არც აღარავინ ევროკავშირში. “, – ამბობს ფიშერი.

გერმანისი ელჩმა მის მიმართ “ოცნების” ლიდერების თავდასხმების სერიასაც უპასუხა და თქვა, რომ ვენის კონვენცია არასდროს დაურღვევია.

მე ვარ გერმანელი დიპლომატი. მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს. ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც. მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას. მე სწორედ ამას ვაკეთებ. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რაც დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არც ერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე. 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

” 5 დღე და ღამეა იწვის ტყე… სოფელში სახლის კარს ვეღარ აღებენ, ფერფლით სავსეა ყველაფერი”- ბაღდათში ხანძარს ვერ აქრობენ

ნოემბერი 27, 2025
128
მთავარი

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე უკვე მეოთხე დღეა რაც ხანძარია. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სპეცტექნიკა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. ბაღდათში გაჩენილ ხანძარს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ნოემბერი 27, 2025
149
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნოემბერი 27, 2025
81
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჟდანოვია. ბიძგების სიმძლავრემ 2.0 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

მარნეულში მაღაზია “მაგნიტი” მეცხრედ გაძარცვეს

ნოემბერი 27, 2025
24
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტი „მაგნიტი“ გაძარცვეს. "Marneulinews.ge" ს ცნობით, 27 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, უცნობმა პირებმა ქვებით ჩაამტვრიეს სუპერმარკეტის მინები და მაღაზიაში შევიდნენ. შემთხვევის დროს მოიპარეს დიდი რაოდენობით...

დაწვრილებითDetails

მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი – ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე

ნოემბერი 27, 2025
27
მთავარი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მაღაროების საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არა მხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ "მსხვილი...

დაწვრილებითDetails

“გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად”- ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 27, 2025
29
მთავარი

პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, განმარტა, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია საჯარო მოხელის დღის აღნიშვნას გეგმავს

ნოემბერი 27, 2025
158
მთავარი

ქუთაისში საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგსანიზებისთვის  მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  35 000 ლარია.  ღონისძიება 19 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტში გაიმართება.  NAT250021396 1. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 27, 2025
30
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებ-გვერდი, აპლიკაცია...

დაწვრილებითDetails

“მთელი სვანეთის და ჩვენი ერის ტკივილია“ – გიორგი ნავერიანს ემშვიდობებიან

ნოემბერი 27, 2025
40
მთავარი

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი 17 წლის შვილი, გიორგი ნავერიანი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან. „გიორგი ნავერიანი თამაზის-ძე. რა დასანანი, სამწუხარო და სავალალოა ასეთი...

დაწვრილებითDetails

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის 17 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 27, 2025
65
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის ოჯახ­ში. მისი ახალ­გაზ­რდა ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 17 წლის გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი იყო. "გას­კდა გული. რო­გორ მიყ­ვარს ეს კარ­გი ბიჭი, ვე­რა­სო­დეს მო­გი­ნე­ლებთ, ვე­რა­ვინ გიო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».