LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი უკანონო კომისიის დასკვნაზეა აგებული – არასამთავრობოები

ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი უკანონო კომისიის დასკვნაზეა აგებული – არასამთავრობოები

დაპოსტა 2025/11/10-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური სისტემის მონოლითიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. ამ საკითხზე საუბარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო ბრიფინგზე გაიმართა, სადაც იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც სამ ოპოზიციურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალი“-ს და „ლელოს“  ეხება, არასამართლებრივ საფუძველზეა აგებული და ეფუძნება წულუკიანის უკანონოდ შექმნილი კომისიის დასკვნას.

ბარამიძის თქმით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ოპოზიციის ჩახშობის, არამედ პლურალისტური დემოკრატიის ფორმალურად დასრულების მცდელობაა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, “ქართული ოცნების” ე.წ. პარლამენტის დეპუტაციას, სულ პარლამენტის 88 წევრმა ამას წინათ, კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც ითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შესაბამისად, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დახურვას. 

ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თავისთავად ძალიან ფუტურო სარჩელს ახლავს, ეს არის პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის კანონიერებაზეც მოგახსენებთ შემდეგს: 

ეს კომისია, რომელსაც საქართველოში იცნობენ როგორც წულუკიანის კომისიას, შეიქმნა უკანონოდ, იმიტომ, რომ იგი შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წესის დარღვევით. 

კერძოდ, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში იქნეს წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების ნახევარი მაინც. რადგან პარლამენტში იმ დროისთვის ოპოზიციური პარტიები, უბრალოდ, არ იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა უარი თქვა თავის მანდატებზე, ხოლო ერთმა მანდატებზე არ თქვა უარი, მაგრამ არ მუშაობდა პარლამენტში. შესაბამისად, იმ დროს ოპოზიცია პარლამენტში არ იყო. რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”? თავისი რიგებიდან გაიყვანა გარკვეული წევრები, რათა შეექმნა ხელოვნურად ე.წ. ვითომდა ოპოზიციური პარტიები. ეს არის კონსტიტუციის და რეგლამენტის დადგენილი წესის პირდაპირი და უხეში დარღვევა. შესაბამისად, ამ პროცედურული უხეშ დარღვევის საფუძველზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ გააჩნია კანონიერი, ლეგიტიმური საფუძველი.

მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ პარლამენტმა ამ დროებით საგამოძიებო კომისიას მიანიჭა მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებები, მეტისმეტად ფართო მანდატი, რომელიც შორს სცდება პარლამენტის რეგლამენტის მიერ დადგენილ ჩარჩოებს. ნებისმიერი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალი, სასამართლო, ამისთანა კომისიის მიერ შექმნილ მტკიცებულებას, არ მიიღებდა როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცეულებას, – თქვა ალექსანდრე ბარამიძემ. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმეთვიანი მუქარების შემდეგ ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი და სამი მსხვილი პოლიტიკური ძალა ამოარჩია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

აკრძალულთა სიაში მოხვდნენ:

  • „ნაციონალური მოძრაობა“
  • პარტია “ახალი“
  •  „ლელო“
გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღეს ინიციატივის გამოჩენა განსაკუთრებით კარგად გამოგივათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, თუმცა აჩქარებას მოერიდეთ. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას განმუხტავს. ფინანსურად - დაუფიქრებელ ხარჯებს ერიდეთ.   კურო 29 აგვისტო თქვენთვის...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"