LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალმა თეატრმა ქუთაისში, ,,ლიანდაგმა” პირველ პრემიერას უმასპინძლა

ახალმა თეატრმა ქუთაისში, ,,ლიანდაგმა” პირველ პრემიერას უმასპინძლა

დაპოსტა 2025/11/08-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში, თეატრმა „ლიანდაგმა“ პირველ პრემიერას უმასპინძლა. ახალ დამოუკიდებელ სივრცეში, გუშინ „ბერსერკები: ფილოკტეტე“  წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ახალგაზრდა რეჟიროსირმა გიორგი ჯამბურიამ მსახიობებთან ერთად 80-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ჰაინერ მიულერის პიესის სრულიად თანამედროვე, ,,ბერსერკული” ვერსია შექმნა.

ჰაინერ მიულერი „ფილოკტეტეს“ საკუთარ ვერსიაში ანტიკურ მითს ეყრდნობა და  ოდისევსის მიერ მოტყუებული და ბერძნებისგან განდევნილი გმირის ბედისწერას უტრიალებს, იგი იკვლევს კოლექტივიდან განდევნილი ინდივიდის არსობრივ პრობლემატიკას, რომლის იმავე კოლექტივში დაბრუნებაც მხოლოდ უაღრესად რთული და მტკივნეული გზითაა შესაძლებელი. ეს დრამატული სიტუაცია – კოლექტივისა და ინდივიდის, იძულებისა და ავტონომიის დაპირისპირება საკმაოდ რადიკალური ფორმებით იკვლევს იმ ფუნდამენტურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებს, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. როგორ ექცევა უმრავლესობა უმცირესობად აღქმულ ადამიანებს? რას შეიძლება ნიშნავდეს განკვეთა და განდევნა თანამედროვე სოციუმში? რა ფასი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისგან სრულ დისტანცირებას? რას ნიშნავს ნამდვილი ერთგულება და ლოიალურობა? სად გადის სოლიდარობის საზღვრები, მაშინ როდესაც სასწორზე პოლიტიკური თუ მილიტარისტული ინტერესები დევს?

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილ „ფილოკტეტეს“ დღემდე არ დაუკარგავს თავდაპირველი პოლიტიკური და ესთეტიკური აფეთქების პოტენციალი და „ბერსერკების“ შემოქმედებითი ჯგუფის აზრით, მისი პირველი ქართულენოვანი ინსცენირება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში შეიძლება იქცეს უაღრესად საჭირბოროტო რეფლექსიად ძალაუფლების, ღალატის, სოლიდარობისა და ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციისა და დეჰუმანიზაციის თემებზე.

„ბერსერკები“ ევოლუციური თეატრალური პროექტია, რომელსაც პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ახალ-მისტერიულ თეატრად ახასიათებს. „ბერსერკები“ არის ერთგვარი მითი-თამაში, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდებში ცოცხლდება თეატრალურ სცენაზე. გარკვეულწილად, ესაა თეატრალური სერიალის ექსპერიმენტი. პროექტი მოიცავს სხვადასხვა სახისა და მასშტაბის სპექტაკლებს, პერფორმანსებს და ჰეფენინგებს, რომელთაც საერთო მეტა-ნარატივი – პროექტის მონაწილეთა მიერ თანაავტორობით შეთხზული მითი აერთიანებს. სწორედ ამ მითური პერსპექტივიდან ხორციელდება სხვადასხვა ბერსერკული ნაწარმოებები, რომელთა შექმნისასაც ტრადიციული თეატრალური პროცესის იერარქიული სტრუქტურა ირღვევა და მის ადგილს ერთგვარი ანარქისტული, პანკური ჟესტებით სავსე საერთო თავგადასავალი იკავებს.

თეატრი „ლიანდაგი“ ნიკო ნიკოლაძის კლუბის ახალი, დამოუკიდებელი სივრცეა, რომელიც ქუთაისში თანამედროვე თეატრისა და კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. ის საშემსრულებლო ხელოვნების მოყვარულებმა და ენთუზიასტებმა დაუღალავი შრომის შედეგად შექმნეს. თეატრი „ლიანდაგი“ ეცდება შეავსოს ის ერთგვარი კულტურული სიმწირე და ვაკუუმი, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრ ქართულ რეგიონს თუ პატარა ქალაქს ახასიათებს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქუთაისის ისტორიული იდენტობის, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრისა და ქვაკუთხედის აღდგენასა და მომავალ განვითარებაში. „ლიანდაგი“ ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს „ოპუსით“ – კლასიკური მუსიკის საღამოთი გაიხსნა და ახლა კი საკუთარ სცენაზე პირველ თეატრალურ წარმოდგენას ელის.

სპექტაკლის პრემიერები კიდევ ორ დღეს გასტანს. მაყურებელს ქუთაისში, ახალ დამოუკიდებელ სივრცეში –  ,,ლიანდაგი” 8 და 9 ნოემბერს 20:00 საათზე კვლავ შეუძლია იხილოს ,,ბერსერკები ფილოკტეტე”.

ბილეთები: https://biletebi.ge/theatres/berserks-filoktete

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღეს ინიციატივის გამოჩენა განსაკუთრებით კარგად გამოგივათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, თუმცა აჩქარებას მოერიდეთ. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას განმუხტავს. ფინანსურად - დაუფიქრებელ ხარჯებს ერიდეთ.   კურო 29 აგვისტო თქვენთვის...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"