ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – “საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს”,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის ტყუილი და უმადურობა, რადგან საქართველომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას და ინიციატივას დაუჭირა მხარი.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – “საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.”
რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ, როდესაც, ომის დაწყებიდან, 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, „საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა, ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გაიღოს, რათა მუშაობა დაიწყოს გამორჩეულ წუხილებზე და რეფორმებზე“. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.










