LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/10/30-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.

„გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი ამ მათი ანტიკონსტიტუციურობისთვის იყო ან იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი. იმით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, მათ ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაირჩინეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სად წავიდა ჩორჩანას და 20 ივნისის საკითხზე გიორგი გახარიას მისამართით ხელისუფლებაში არსებული კითხვები, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ის, რაც არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ხელისუფლება ამ შეფასებებს ყოველთვის აკეთებს.

„რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად, ამ სტანდარტში თუკი რამე ჯდებოდა, ჩვენ ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუკი რომელიმე პარტია ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ორი კრიტერიუმი იყო მთავარი იმის განსასაზღვრად, თუ რომელი პარტიის წინააღმდეგ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოში. პირველი, რამდენად მყარი იყო სამართლებრივი არგუმენტები პარტიის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამ არგუმენტს აკმაყოფილებს 3 + რამდენიმე პარტია, რომელიც სარჩელში არ მოხვდა. მეორე კრიტერიუმიც გვქონდა, რაც საერთაშორისო სტანდარტია. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ ერთ-ერთი პირობა არის, რომ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ერთკაციანი მარგინალური, დე ფაქტო, თუ ქაღალდზე არსებული პარტიები ამ საფრთხეს არ ქმნიან. ამიტომ, ასე განისაზღვრა პარტიები. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან პირველ კრიტერიუმში, რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტს, თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ეს ხელისუფლებასა და გიორგი გახარიას შორის რაიმე შეთანხმება ან გარიგება, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ არავის ერიდება.

„ჩვენ არავის ვერიდებით, არც იმას, ვის მიმართ მოგვეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოში აკრძალვა მიუხედავად იმისა ვის, რა რეაქცია ექნებოდა, მათ მფარველებს თუ ასე შემდეგ. არც იმას მოვერიდეთ, რომ ზოგიერთი პარტია არ ჩაგვესვა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ისინი მარგინალურები არიან. ერთადერთი კრიტერიუმი იყო კონსტიტუციურ-სამართლებრივი დასაბუთება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, სხვა პარტიები რომ შესულიყვნენ პარლამენტში, ისინიც გადაირჩენენ თავს თუ არა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სამივე პარტიის მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები.

„სხვა ვერავინ შემოვიდოდა. საქმეც ის არის, რომ ამ პარტიებმა ამითაც საკუთარი რადიკალიზმი და ანტიკონსტიტუციურობა უფრო მეტად დაადასტურეს. მათ ის „ხიდებიც დაწვეს“, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა, პარლამენტში შემოსულიყვნენ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოს“ მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. შეიძლება ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ რას უზამს „ნაციონალური მოძრაობა“ წამების სისტემას, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების, ბიზნესის მიტაცებას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"