დავით ერემეიშვილი დღეიდან ქუთაისის მერის რანგში საქმიანობას შეუდგა. ის გასული წლის ივლისიდან მერის მოვალეობას ასრულებდა.
დავით ერემეიშვილის თქმით, ის გეგმავს გაცემული დაპირებების შესრულებას.
“დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის! მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას – ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ”,- წერს დავით ერემეიშვილი სოციალურ ქსელში.










