პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ფრაქცია სახელწოდებით – „საქართველოსთვის“ შექმნეს. ფრაქციას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მისი რეგისტრაცია მიზანშეწონილად ჩათვალა.
ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 12 საპარლამენტო მანდატი აქვს და პარლამენტის მიერ პარტიის 12 წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. მათგან ერთმა – რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასა და მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა.










