LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს – ირაკლი ფავლენიშვილი

” გამოჩნდა, რომ დამნაშავე სინდიკატი ბოლომდე არ სწირავს საკუთარ წევრს” – ირაკლი ფავლენიშვილი

დაპოსტა 2025/10/24-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

აბსოლუტურად სამარცხვინო რამ ვიხილეთ, როდესაც დამტკიცდა, რომ ადამიანი ძარცვავდა ქართველ ხალხს. უმაღლეს და ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო გირაოს გადახდის შემდგომ შეიძლება ციხეში არ გაუშვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ყოფილი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე.

ფავლენიშვილის თქმით, შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს აბსოლუტური ძარცვა და ეკონომიკური უკანონო საქმიანობა ეპატიოს.

„აბსოლუტურად სამარცხვინო რამ ვიხილეთ, როდესაც დამტკიცდა, რომ ადამიანი ძარცვავდა ქართველ ხალხს. უმაღლეს და ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო, გირაოს გადახდის შემდგომ, შეიძლება ციხეში არ გაუშვა და ამის ნაცვლად ციხეში გაუშვა ის ადამიანები, რომლებიც ქუჩას კეტავენ ან აქციაზე იმყოფებიან და წლობით უშვებენ ამ ადამიანებს ციხეში. ეს არის ამორალური, პოლიტიკას და სამართალს რომ თავი დავანებოთ. მნიშვნელოვანია, ის, რომ დამტკიცდა ბრალდებები, რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ და იგივე ხალხი, ვინც ეს დააკავა, გვეუბნებოდა, რომ ცილს გვწამებთო, არადა საჯარო იყო ის ყოვლისმომცველი ღარმა კორუფცია, რომელშიც ჩამხრჩვალი იყო ეს კონკრეტული კლანი. თუმცა, არც სხვა კლანები არიან კორუფციისგან თავისუფალი. გამოჩნდა, რომ დამნაშავე სინდიკატი არის, რომელიც ბოლომდე არ წირავს საკუთარ წევრს, მოხდა მისი მიწასთან გასწორება, მაგრამ ციხეში გაშვება ჯერ არ გადაწყდა. ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა. შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს ეპატიოს აბსოლუტური ძარცვა და ეკონომიკური უკანონო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს ქართველი ხალხის ღალატს და მისი ბიუჯეტის ძარცვას და ამავდროულად, იგივე ხელისუფლება ციხეში უშვებდეს თავისუფალ მოქალაქეებს, რომელსაც ჭიანჭველასთვის ფეხი არ დაუდგამთ არასდროს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა აქციის იმ მონაწილეთა შესახებ, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს გზა გადაკეტეს და შემდეგ, ამის გამო მათ სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს.

„ამ ქვეყანაში, ყველაფერი არის ივანიშვილის დრაკონული კანონების და მის მიერ დიქტატურის დამყარების მცდელობის ბრალი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თავისუფალი მოქალაქეებიც, რომლებიც არ ეგუებიან დიქტატურულ კანონებსა და შეზღუდვებს, არ აპირებენ ივანიშვილის დიქტატურაში ცხოვრებას, ამიტომაც არსებობს ყოველდღიური პროტესტი, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, ყოველ დღიურად გვყავს ახალი პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ეს ყველაფერი ივანიშვილის ძალადობის გამოძახილია, მათ შორის იმის,რომ ხალხს ელემენტარული უფლებები აქვს შეზღუდული, ქუჩაში დგომა დაყადაღებას და ციხეს უდრის“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი “გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"