LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე

კობახიძე ღარიბაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს

დაპოსტა 2025/10/23-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ.

„მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებითი კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება.

მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ.

უნდა გიხაროდეთ ის, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ. იცით, რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა და შესაბამისად, ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად ემოქმედა და სჯერა მას თუ არა ამ მოცემულობის, კობახიძემ უპასუხა, რომ კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულება მათ შორის აქვს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსაც.

„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო. მინდა შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერი, როცა ის შემობრუნდა პოლიტიკაში. მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის საარჩევნო წელი იყო, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში, გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, მათ შორის, ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ გარყიონ გარედან, ხელოვნურად, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს საბოლოოდ სახელმწიფოს, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც. დღეს ვართ ჩვენ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, აქტი, ტენდერი, პრივატიზაცია. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს ვუპასუხებთ. მაგრამ არ გაქვთ არცერთი კითხვა, არცერთ ასეთ აქტთან, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა, გამოიცა, 2024 წლის 8 თებერვლიდან. პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ კორუფციის აღმოსაფხვრელად ჩვენს ქვეყანაში. მე გეუბნებით რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა ეს დაპირება 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედია მაშინ ამ ინფორმაციას არასწორად ავრცელებდა.

„თქვენ არასდროს არ ხართ მართალი. იქ საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, რაც არ უარუყვია არც ირაკლი ღარიბაშვილს“, – უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.

გაზიარება440

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"