როგორ გაგრძელდება საქართველო-გერმანიის ურთიერთობა. ელჩის, პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის საკითხს, ოპოზიციის ნაწილი ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ორბიტაზეა გადასული და მათი მიზანი საქართველოს იზოლაციაში მოქცევაა. მმართველ პარტიაში კი იმედოვნებენ, რომ საქართველო-გერმანიას შორის შენარჩუნდება მრავალწლოვანი ურთიერთობა, თუმცა, მიუთითებენ, რომ პიტერ ფიშერი არღვევდა ვენის კონვენციასა და ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში.
გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რომ გადაწყდეს, რა სახით გაგრძელდება მუშაობა. მანამდე, 24 სექტემბერს პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მომდევნო დღეს კი გერმანელი დიპლომატი კანცელარიაში უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სასაუბროდ იმყოფებოდა.








