გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლალი ზუბიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს. მას შსს რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად გზის გადაკეტვას ედავება, რასაც პედაგოგი არ ადასტურებს და ამბობს რომ მას გზა არასდროს გადაუკეტავს:
,,მე მონაწილეობას ვიღებ საპროტესტო აქციებში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლეს ჩემი შეშინება, გაჩერება… ვიცი, რომ ჩემი იდენტიფიცირება შესაძლებელია, ვარ პედაგოგი და ისიც ვიცი, რომ ჩემგან თანხის ამოღება ადვილია. ამიტომ გზა არასდროს გადამიკეტავს. მივდივარ ხოლმე შაბათ-კვირას, ყოველთვის ჩამოვჯდები ხოლმე სკამზე, რომელიც საერთოდ ახლოს არ არის გზასთან. ”

ლალი ზუბიაშვილი აცხადებს, რომ მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან. სამოქლაქო განათლების პედაგოგი ხელფასის დაყადაღების მოლოდინშია.
სულ ერთი საათის წინ მომივიდა შეტყობინება, რომ დაჯარიმებული ვარ გზის გადაკეტვის გამო. თან ისეთ დროს მომივიდა ეს შეტყობინება, რომ ვადაა გასული და გასაჩივრების უფლებაც არ მაქვს თურმე. მინდა ვისარგებლო სასამართლოთი, ამიტომ, მივმართე წერილობით შსს-ს. მივიღო ოფიციალური წერილი დაჯარიმების შესახებ და შემდეგ გავასაჩივრო სასამართლოში” – ამბობს პედაგოგი.