სენაკის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი 40 წლით გადაეცა კერძო ,,კანიონი 350″ – ს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბალდის კანიონთან დაკავშირებით სასამართლოს ორი წლის წინ მიმართეს და იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.
“მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის სარჩელი, სინამდვილეში მან გაამართლა:
კორუფცია;
ადგილობრივებზე ძალადობა;
ბუნების განადგურების პროექტი.
ამ საქმის განხილვისას, მოსამართლემ არაფრად ჩააგდო შემდეგი ფაქტები:
ბალდის კანიონის მალულად გაიჯარებით, დაირღვა მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება, რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო კანონი.
ყოფილი ჩინოვნიკების გამდიდრების მიზნით განადგურებისთვის გაიწირა ჩვენი სიმდიდრე – უნიკალური ბუნება;
უმნიშვნელო აღმოჩნდა სისტემული კორუფცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში – ყოფილი თავმჯდომარე, ვალერიან მჭედლიძე წილებს ფლობს მისივე სააგენტოს მიერ გაიჯარებულ 10-მდე ბუნების ძეგლზე;
ინვესტორი კომპანიის დირექტორი გიორგი მერკვილაძე ორჯერ დაესხა თავს მოსახლეობას და შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულში ორჯერ იქნა დამნაშავედ ცნობილი. (თუმცა, რატომღაც, მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა);
კომპანიის თანამშრომელი ცივი იარაღით დაესხა ბალდის მოძრაობის წევრებსა და 7 ჭრილობა მიაყენა ჩვენს თანამებრძოლს.
დარეჯან კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ მწვანე შუქი აუნთო ხალხის ჩაგვრას – ვინც ჩვენი საერთო სიკეთის, ჩვენი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად შიშველი ხელებით, მშვიდობიანად და ღირსეულად იბრძვის და მიუხედავად ყოველდღიურად მზარდი ტერორისა, ბოლომდე იბრძოლებს!”- წერენ “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობის წევრები
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...
პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული...
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე დაეკისრებათ ჯარიმა....
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით, 10 000 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე),...
საქართველოში შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა. მთავრობის №41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ახალი ნორმების მოქმედების შეჩერების ვადამ 2027 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. აღნიშნული გადავადება ეხება იმ...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება....
„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომისიის ცნობით,...