ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში სამგზავრო ხელბარგში 1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
431 065 ლარის ოდენობის,არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.”. – ნათქვამია განცხადებაში.