18-19 ოქტომბერს ქალაქ წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება!

ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.

თეატრალური პერფორმანსები

ღვინის დაწურვის ცერემონიალი

ფოლკლორული და საზეიმო კონცერტები
საგანგებო სიტუაციების მართვისა და თავდაცვის ძალების ტექნიკის გამოფენები

შეხვედრა „წიგნების გმირებთან“

მოსწავლეთა პერფორმანსები
ტრადიციულად გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხოლო სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს გადაეცემა სახლების გასაღებები.

„შემოდგომის წყალტუბო“ – ჩვენი დღესასწაულია, რომელიც გვაერთიანებს, გვავსებს იმედითა და რწმენით, გვიბიძგებს ქალაქის განვითარებისა და წინსვლისკენ.
გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ „შემოდგომის წყალტუბო 2025“!