დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს, მოწამეთობა აღინიშნავს.
მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.
გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.
დღესასწაული ყოველი წლის 15 ოქტომბერს აღინიშნება.