LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა”- რასა იუკნევიჩიენე

დაპოსტა 2025/10/15-ში
18
ნახვა
გაზიარება

უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან ბრძოლაში მყოფი ქართველების დახმარება “უფრო სუსტი იყო”, ვიდრე მათი მოლოდინი, რადგან რამდენიმე ქვეყნის გარდა, სანქციები არასდროს დაწესებულა პასუხისმგებელ პირებზე.

„ქართველები ჯერ კიდევ იბრძვიან თავისი ევროპული სახელმწიფოსთვის. ისინი ჩვენი, როგორც მინიმუმ, პირადად ჩემი, გმირები არიან, მაგრამ დღეს ასევე, უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის, საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ქვეყანა შიგნიდან დაიპყრეს და ეს გუშინ არ დაწყებულა, ეს 2012 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც კრემლს ასევე, უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების შიგნიდან დაპყრობა სურდა. მათ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ წარმატებას მიაღწიეს საქართველოში. აქ იმისთვის ვართ, რომ ვთქვათ: არ ვეთანხმებით საქართველოს მსგავს შეფასებას და მსგავს დიაგნოზს. ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი ვარ და მგონი, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები სხვადასხვა ჯგუფიდან – ვცდილობდით და ყველაფერს ვაკეთებდით რაც შეგვეძლო, რომ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს ანგარიშებში მოგვექცია მიმდინარე ვითარება და საგზაო რუკა, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის, ჩვენთვის – რათა უფრო დიდი დემოკრატია გვქონოდა ევროპულ კონტინენტზე…

ძალიან სამართლიანად და ღიად – ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ხანდახან ინსტიტუტების მხრიდან ბრძოლაში მყოფი ქართველების დახმარება უფრო სუსტი იყო, ვიდრე მოველოდით. რამდენიმე ქვეყნის გამონაკლისით, სანქციები არასდროს დაწესებულა პასუხისმგებელ პირებზე. ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს საფრანგეთის ორდენი და ის საფრანგეთის მოქალაქეა, როგორც მითხრეს. ადამიანი, რომელიც საქართველოში ახლა მიმდინარე ყველა ტრაგედიის უკან დგას. Sputnik-ის სტილის მედია ჯერ კიდევ მუშაობს ჩვენს ინსტიტუტებში და, რა თქმა უნდა, ბევრი რამეა გასაკეთებელი”,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ისაუბრა უვიზო მიმოსვლაზეც და განაცხადა, რომ არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ჩარჩოშია, კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რაც ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, „რეჟიმის მარიონეტები“ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ.

“რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას – ევროპარლამენტში არავის არ სურს ქართველი ხალხის დასჯა, არავის, მაგრამ უვიზო მიმოსვლა ძალიან კონკრეტულ ჩარჩოშია, ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები აქვს. ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ისინი. და შეფასებები, გადახედვები ყველა ქვეყანას ეხება, და როგორც მინიმუმ ერთმანეთში ვთანხმდებით, რომ თავის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი პირები – რეჟიმის მარიონეტები და თავად რეჟიმი – შეუძლებელია უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ, როგორც აქამდე სარგებლობდნენ. ეს ვარიანტებია მაგიდაზე“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის მეტროში ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერი 15, 2025
287
მთავარი

სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც "პირველებს" მეტროში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც. ამ...

დაწვრილებითDetails

29 წლის მოდელს დანით 60 ჯრილობა მიაყენეს

ოქტომბერი 15, 2025
72
მთავარი

მილანში ფემიციდის მორიგი შემთხვევა — 29 წლის მოდელი დანით 60-ჯერ დაჭრეს საკუთარ სახლში იტალია, მილანი — გუშინ ღამით იტალიაში კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა

ოქტომბერი 15, 2025
1.4k
მთავარი

"პირველების" იფორმაციით, ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის. TV პირველს ეუბნებიან, მოქალაქე სვანეთიდან იყო ჩამოსული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი. პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებითაა-დავით ფანჩულიძე

ოქტომბერი 15, 2025
30
მთავარი

"ჩვენი პროგრამის,  აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის მიზანია სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვა დაზინებისაგან, რაც პრაქტიკულად მიღწეულია მიმდინარე წელს, რაც გამოიხატება იმაში რომ წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებით არის . ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს

ოქტომბერი 15, 2025
124
მთავარი

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს პირველ ჯერზე ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ 15 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის მგზავრმა გაქცევა ცადეს, თუმცა ორმა...

დაწვრილებითDetails

დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება- სუს განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
240
მთავარი

"ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია გამოიწვია”

ოქტომბერი 15, 2025
20
მთავარი

ცნობისმოყვარე ფოცხვერმა ფოტოხაფანგში სელფი დაგვიტოვა მას და სხვა უამრავ სახეობას საკვებით, წყლით თუ თავშესაფრით იორის ჭალის ტყე უზრუნველლყოფს, რომელიც სამიგრაციო გზის ფუნქციასაც ასრულებს. სამწუხაროდ, არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია...

დაწვრილებითDetails

ბრიტანეთში ვირებმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ოქტომბერი 15, 2025
31
მთავარი

ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე საგრაფოს, ლინკოლნშირის ბინადარი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დიდი დერიკი, რომლის სიმაღლე 167 სანტიმეტრია, ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია, მისი მეგობარი ბამბუ კი, ცნობილი თავისი საოცარი,...

დაწვრილებითDetails

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვაკანსიებს აქვეყნებს

ოქტომბერი 15, 2025
40
მთავარი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. გაეცანით პოზიციებს, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
682
მთავარი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».