ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე განახევრებულია.
„პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი – 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს ინდექსი, ეს რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძე.