LIVE TV
კვირა, ოქტომბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ, ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

დაპოსტა 2025/10/11-ში
17
ნახვა
გაზიარება

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა; დავდოთ პირობა, რომ ამას გავაკეთებთ მათთან ერთად და მათთვის – მათი და მათი თემების ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ისინი ამას ჭეშმარიტად იმსახურებენ,- ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დიენე კეიტას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გოგოების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

მისი თქმით, დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ღირებულნი არიან გოგოები და რაოდენ მნიშვნელოვანია ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ.

„ყველა გოგოს აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის და გახდეს ის, ვინც სურს. ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე ყველა მათგანი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და დაფასებულად; ჰქონდეს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა; მათი მომავლის ხედვები და მისწრაფებები გათვალისწინებული უნდა იყოს, ხოლო მათი უფლებები და არჩევანი – დაცული. მიუხედავად ამისა, მილიონობით მოზარდი გოგოსთვის ეს გზა სავსეა საფრთხეებითა და დაბრკოლებებით – იმ კრიზისებისა და კატასტროფების გამანადგურებელი შედეგებით, რომელთა გამოწვევაში მათ წვლილი სრულებით არ მიუძღვით. დღევანდელ მსოფლიოში, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ძალადობრივი კონფლიქტები მძვინვარებს. ასეთ პირობებში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მოზარდი გოგოები ზარალდებიან, რადგან მათ ეზღუდებათ წვდომა განათლების შესაძლებლობებზე, ჯანდაცვაზე, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებსა თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა სერვისებზე, რაც მათი კეთილდღეობის წინაპირობაა. დაუცველობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ისინი უფრო ხშირად ხდებიან ბავშვთა ქორწინებისა თუ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გასაოცარი შეუპოვრობით ოცნებობენ უკეთეს მომავალზე და გამოხატავენ მტკიცე მზაობას, თავადვე გახდნენ ამგვარი მომავლის შემოქმედნი. ისინი გამოდიან უსაფრთხოების, ღირსებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებებით, თამამად იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, რათა წინ აღუდგენ ისეთ საზიანო პრაქტიკას, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება. ისინი ითხოვენ მშვიდობას თავიანთი ოჯახების, თანატოლებისა და თემებისათვის. დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, თუ რაოდენ ღირებულნი არიან გოგოები და რაოდენ მნიშვნელოვანია ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. თუმცა, არასწორი იქნება მოლოდინი, რომ მათ მარტომ უნდა იტვირთონ კრიზისებით დაღდასმული მსოფლიოს გაჯანსაღების პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა გოგოს, რომელსაც კრიზისის პირობებში უწევს ცხოვრება – მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მწვავეა ეს კრიზისი – ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო სივრცეზე, სადაც იზრუნებენ მის გაძლიერებაზე, მისი თავდაჯერებულობის გამყარებაზე, სადაც შეძლებს მიიღოს რჩევა და გააგრძელოს სწავლა. სკოლაში, თუ მის ფარგლებს გარეთ, გოგოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარები და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მათ ასაკზე მორგებული ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება –– რაც ზრდასრულ ასაკში მათი უსაფრთხოდ გადასვლის აუცილებელი წინაპირობაა. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოზარდი გოგოებისთვის სწორედ ამგვარი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ემსახურება, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც კრიზისი მძვინვარებს. 2024 წელს, UNFPA-ის მიერ კრიზისით დაზარალებულ 32 ქვეყანაში ახალგაზრდული სივრცეების მიზანი იყო უზრუნველყო მათი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციასა და სერვისებზე, აღმოეჩინა მათთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ეზრუნა მათ პროფესიულ მომზადებაზე და შეეთავაზებინა მათთვის უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი შეძლებდნენ გამოეხატათ გულისტკივილი თუ შეშფოთება და წვლილი შეეტანათ საკუთარი თემების აღდგენასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი მონაწილე შემდეგნაირად აღწერს აღნიშნული პროგრამის შორს მიმავალ შედეგებს: „ახალგაზრდულ ცენტრში მე და ჩემმა მეგობრებმა იმდენი ვისწავლეთ და ვიმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ ახლა თავისუფლად შეგვიძლია დავეხმაროთ მომავალ თაობას. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ იგრძნონ და განიცადონ ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ან მოუწიოთ იმასთან გამკლავება, რასაც ჩვენ გავუმკლავდით“. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მოზარდი გოგოები და ახალგაზრდა ქალები ხელმძღვანელობენ, რომლებიც მათ ლიდერებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მათ ადვოკატირების უნარების გამომუშავებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ თანამშრომლობს UNFPA ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ახალგაზრდა აქტივისტებთან, რომელთა პრიორიტეტებიც მოიცავს ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და მათი უფლებების დაცვას, განვითარების შესაძლებლობებით მათ უზრუნველყოფას, აგრეთვე, გარემოს დაცვას. როცა გოგო დგამს ნაბიჯს მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მსოფლიო მის გვერდითაა – რომ მსოფლიო მზადაა არა იმისთვის, რომ მას გაუკვალოს გზა, არამედ იმისთვის, რომ მასთან ერთად გაკვალოს ეს გზა. დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა; დავდოთ პირობა, რომ ამას გავაკეთებთ მათთან ერთად და მათთვის – მათი და მათი თემების ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ისინი ამას ჭეშმარიტად იმსახურებენ“, – განაცხადა დიენე კეიტამ.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი

ოქტომბერი 11, 2025
2.6k
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ნინო გელენიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს. "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო გელენიძის გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით – რომან გოცირიძე

ოქტომბერი 11, 2025
91
ეკონომიკა

“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უკვე უამინდობის დროსაც შესაძლებელია

ოქტომბერი 11, 2025
101
მთავარი

განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. "დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ოკაცეს...

დაწვრილებითDetails

ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 11, 2025
51
მთავარი

მოსამართლემ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის...

დაწვრილებითDetails

16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა

ოქტომბერი 11, 2025
312
მთავარი

ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა, გოგოს მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იყვნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ერთი თვეა ქართველ კაცს ეძებენ

ოქტომბერი 11, 2025
151
მთავარი

 იტალიური მედიის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე, რომელიც ცხოვრობს რეჯო კალაბრიაში. უკვე ერთი თვეა მისი კვალი არ ჩანს. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოსკენ დაბრუნებისას.იტალიური მედია RTV – Reggio...

დაწვრილებითDetails

“ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო? – მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს”

ოქტომბერი 11, 2025
178
მთავარი

"როგორც ექსპერტი, დიდი ხანია ვცდილობ ქვეყანაში შევცვალო ნარკოპოლიტიკა და გავხადო არა დასჯაზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც ესაა. თუ მოვხვდი ოდესმე იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შემეძლება, ბერკეტი მექნება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ბარგთან დაკავშირებით სიახლეა

ოქტომბერი 11, 2025
1.2k
მთავარი

ქუთაისის აეროპორტმა ბარგის ჩაბარების თვითმომსახურების სისტემა დანერგა. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. მგზავრებს ბარგის რეგისტრაცია პერსონალის დახმარების გარეშე შეუძლიათ. საკმარისია მხოლოდ ჩასხდომის ბარათის დასკანირება და ლენტზე ბარგის დადება. ახალი სერვისი უკვე ყველა...

დაწვრილებითDetails

“სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან” – 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ოქტომბერი 11, 2025
16
მთავარი

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან. - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში, რომელიც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ეხმიანება. "ყოველი წლის 10...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

ოქტომბერი 11, 2025
6
მთავარი

სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».