LIVE TV
კვირა, ოქტომბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო? – მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს”

დაპოსტა 2025/10/11-ში
181
ნახვა
გაზიარება

“როგორც ექსპერტი, დიდი ხანია ვცდილობ ქვეყანაში შევცვალო ნარკოპოლიტიკა და გავხადო არა დასჯაზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც ესაა. თუ მოვხვდი ოდესმე იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შემეძლება, ბერკეტი მექნება და პოლიტიკური ნება იარსებებს, მინდა გავაკეთო რაღაც, რაც ამ ქვეყანაში შეცვლის ვითარებას. ის პირები, რომლებიც დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ, არაკომპეტენტურები არიან არა მარტო ნარკოტიკის, არამედ ჯანდაცვის ბევრ საკითხში. ფსიქიატრიაში, სადაზღვევოში, ძალიან ბევრი დიდი ხვრელი გვაქვს, რომლებიც ვერ ამოივსო”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ექიმ-ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ, რომელიც დღეს უკვე პარტია “ფედერალისტების” რიგებშია.

– ბატონო ზურაბ, დღეს ყველაზე საშიში ნარკოტიკი რა არის ბაზარზე?

– ყველაზე საშიშია სინთეტიკური ნარკოტიკი, ახალი ფსიქიატრიული ნივთიერებები და ფენტანილი. უკვე არის ახალი ფსიქოაქტიური ნეოთინაზინებიც, ფენტანილის – შემდეგი თაობის ნარკოტიკი, კიდევ უფრო მძიმე და ტოქსიკური, რომელიც ჩვენთან არ შემხვედრია, მაგრამ ფენტანილი პერიოდულად ჩნდება, როცა ზედოზირების სერიებია ხოლმე.…ყველაზე მძიმე და საშიშია მეფედრინი და ალფა-პევეპე, რომლებსაც დღეს ბევრი მოიხმარს. ფაქტობრივად, ეპიდემიაა. ეს იწვევს როგორც ფიზიკურ, ისე უმძიმეს ფსიქიკურ დამოკიდებულებას და გავრცელებულია ახალგაზრდებში, თინეიჯერებში, მოწყვლად ჯგუფებში, რომელთაც ამ ნივთიერებებზე ბევრი არაფერი იციან და ამიტომაც ზედოზირების ყველაზე მაღალი რისკია. ჩვენ არა ვართ მზად და არც რესურსი გვაქვს, რომ ამ ეპიდემიას შევებრძოლოთ.

– საიდან შემოდის?

– რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან­, თურქეთიდან, შუა აზიიდან… ყველა კარი ღიაა, ყველა საბაჟოდან შემოდის. დიდი ეჭვი მაქვს, საქართველოშიც მზადდება.

რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს ლაბორატორიები, რომლებიც ამფეტამინს ამზადებდნენ აქაც, ბათუმშიც. მაშინ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ის ლაბორატორიები კი დახურეს, მაგრამ კაცმა არ იცის, რამდენი იყო. ისეთი ნივთიერებებია, ძნელი დასამზადებელი არაა, შოვნაც არ არის რთული.…

– პროპაგანდის საშუალებები ძალიან ხელ­მისაწვდომიაო, სტატუსში წერდით.

– კი, “ტიკ-ტოკს” თუ ასქროლავ და იმ ალგორითმს მისცემთ, რომ ინტერესდებით ნარკოტიკით, ნარკოტიკების პირდაპირ პროპაგანდაა.

თან ქართული “ტიკ-ტოკი” უმძიმესი კონტენტია. ვითომ ანტინარკოტიკულია, მაგრამ სპეციალისტი რომ ისმენს, მაშინვე ხვდება, რომ ეს პროპაგანდაა. ნებისმიერი ნარკოტიკის თემასთან დაკავშირებული გზავნილი სწორი უნდა იყოს. თუ გზავნილი სწორი არ არის, პირიქით, ინტერესს იწვევს ნარკოტიკისადმი. ქართულ “ტიკ-ტოკში” ინტერესი შეიძლება პირველივე ვიდეოდან გაგიჩნდეს. უკონტროლო სოციალური სივრცეა.

– გასაღების საშუალებებზეც ვისაუბროთ.

– დღეს გასაღების უამრავი მეთოდი არსებობს, დაწყებული დრონებით და დამთავრებული მიწაში ჩაფლული ნარკოტიკით…

ეს ქსელი იმდენად გაფართოებულია, უამრავ ადამიანს რთავენ ამ ტრაფიკში. ძირითადად, ეს ბავშვები სოციალურად დაუცველები არიან. ერთ დადებაში რომ 10-20 დოლარს უხდიან, მათთვის ეს დიდი ფულია, …მერე კი თვითონაც ერთვებიან მოხმარებაში, იმიტომ, რომ ჩუქნიან, გათამაშებებია, ბონუსები და ა.შ. მოკლედ, შავი ბაზარი ძალიან კარგად მუშაობს. მარკეტინგი არაჩვეულებრივად აქვთ აწყობილი. ზუსტად იციან, ვის უნდა დაელაპარაკონ, ვის რა შესთავაზონ…

არავინ იცის, თავი ვინაა, ვის შემოაქვს.­ ეს გამსაღებელმა და დამდებმაც არ იცის. ცოცხალ ადამიანთან არა აქვთ ურთიერთობა, მხოლოდ ბოტებთან, რომლებიც იძლევიან დავალებებს. ამის გაკონტროლება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველაფერი კრიპტოვალუტით ხდება, ბიტკოინებით. ხომ ხედავთ, რამდენი ბიტკოინის აპარატი­ დადგეს საქართველოში. ვის აქვს ამდენი ბიტკოინი ამ ქვეყანაში?!

– ამას წინათ გადაცემა “ჩვენს დროში”­ რადიო “პალიტრაზე”, სწორედ ამ თემაზე დარეკა მსმენელმა, ამდენი ბიტკოინის აპარატი რომ დაადგეს, ხომ ხვდებით, რომ ნარკომანებისთვისაა, ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო?

– მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს. სადაც ნახავთ ბიტკოინის აპარატს, ჩათვალეთ, რომ ყველა იქ რიცხავს ფულს, ნარკოტიკი რომ იყიდოს.

– ეს მარტო მე და თქვენ ვიცით?

– არა, ძალიან კარგად იციან. როგორ, 13 წელი არ იცოდნენ, რომ ამდენი ნარკოტიკი ტრიალებდა? დღეს გაჩნდნენ? 2 კვირის წინ ამოვიდნენ სოკოებივით?

– საინფორმაციო გამოშვებებში ძალიან ხშირად აშუქებენ, რომ იჭერენ გამყიდველებს, შემომტანებს, აცხადებენ, ამოღებულია ამდენი და ამდენი ნარკოტიკიო. ეს დაჭერები რამდენად მოქმედებს ქვეყანაში ნარკოტიკის ბრუნვაზე?

– ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ დილერს, რომელიც დაიჭირეს, ნარკოტიკი ეყიდებოდა. ესე იგი, ამდენი ნარკოტიკი­ თუ ტრიალებს ქვეყანაში, შესაბამისად, მოთხოვნაც არის. სწორად იბრძოლებ, თუ ბალანსს დაიცავ – მიწოდებას უნდა ებრძოლო, მაგრამ მოთხოვნაც უნდა შეამცირო. თუ მოთხოვნა არ შეამცირე, მიწოდება ვერ აღმოიფხვრება. დაიჭერენ ჯემალს, გაჩნდება ჯუმბერი, დაიჭერენ ჯუმბერს, გაჩნდება ნინული, დაიჭერენ ნინულის, გაჩნდება ზორო “ტელეგრამის” ბოტი, რომელიც შემოიტანს ნარკოტიკს და ვერ დაიჭერ. ზორო სულ არსებებს, თუკი მოთხოვნა იქნება.

– ამას როგორ ვებრძოლოთ?

– მომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ სამედიცინო დახმარება, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, სარეაბილიტაციო თუ სამკურნალო პროგრამები…

– სახელმწიფო ხომ ჩართულია, მეტადონის პროგრამას ვგულისხმობ.

– კი, ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია, მაგრამ დღეს ტენდენცია იქით მიდის, რომ მასაც დახურავენ. ამბობენ, მომხმარებელი აღარ უნდა გვყავდესო, ესე იგი, ან უნდა დაიჭირონ და ჩაკეტონ ციხეში, ან სავალდებულო მკურნალობა დაუნიშნონ. 22 ადგილი გახსნეს და ჰგონიათ ამით პრობლემას­ გადაწყვეტენ? ცოტა სასაცილოა.

ახლანდელი მთავრობის წევრები, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. “ლეგალურ ნარკომანიას” უწოდებენ ჩანაცვლებით თერაპიას. ჯერ ვერ ხურავენ, იმიტომ, რომ მეტი სერვისი არა აქვთ. სად უნდა წაიყვანონ ეს ხალხი? დავანებოთ იმათ თავი, ვინც სამკურნალო პროგრამაში არ არის ჩართული. ვინც ჩართულია, 15 ათასი კაცია, რას უპირებენ ამ ხალხს, თუ პროგრამას დახურავენ?!

ალბათ, ნაწილს დაიჭერენ, ნაწილი ქვეყნიდან წავა და ნაწილი მიაკითხავს “ზოროს” ნარკოტიკის საყიდლად. ასე გაჩნდა თავის დროზე “კრაკადილი”, “ჯეფი”, “ვინტი”“და სხვა ასეთი ნივთიერებები.

ჩანაცვლებითი თერაპია იმიტომ მოიგონეს, რომ მიხვდნენ, ყველას ვერ უმკურნალებდნენ. სრული­ განკურნება 5-7%-ია. ისიც, თუ გაივლიან მინიმუმ 3-წლიან რეაბილიტაციას. ამ ადამიანებს დეტოქსი, რეაბილიტაცია და შემდეგ დასაქმება სჭირდებათ. ეს უწყვეტი ციკლია, რომელშიც ჩართული უნდა იყვნენ გარკვეული პერიოდით, რათა სიფხიზლე შეინარჩუნონ. ჩვენ გვაქვს კერძო კლინიკები, სახელმწიფოს კი სულ 50 ადგილი მთელ ქვეყანაში, მაშინ როცა 55 ათასი ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავს. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი

ოქტომბერი 11, 2025
2.8k
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ნინო გელენიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს. "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო გელენიძის გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით – რომან გოცირიძე

ოქტომბერი 11, 2025
94
ეკონომიკა

“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ, ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ოქტომბერი 11, 2025
18
მთავარი

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე,...

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უკვე უამინდობის დროსაც შესაძლებელია

ოქტომბერი 11, 2025
111
მთავარი

განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. "დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ოკაცეს...

დაწვრილებითDetails

ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 11, 2025
51
მთავარი

მოსამართლემ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის...

დაწვრილებითDetails

16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა

ოქტომბერი 11, 2025
324
მთავარი

ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა, გოგოს მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იყვნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ერთი თვეა ქართველ კაცს ეძებენ

ოქტომბერი 11, 2025
158
მთავარი

 იტალიური მედიის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე, რომელიც ცხოვრობს რეჯო კალაბრიაში. უკვე ერთი თვეა მისი კვალი არ ჩანს. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოსკენ დაბრუნებისას.იტალიური მედია RTV – Reggio...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ბარგთან დაკავშირებით სიახლეა

ოქტომბერი 11, 2025
1.2k
მთავარი

ქუთაისის აეროპორტმა ბარგის ჩაბარების თვითმომსახურების სისტემა დანერგა. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. მგზავრებს ბარგის რეგისტრაცია პერსონალის დახმარების გარეშე შეუძლიათ. საკმარისია მხოლოდ ჩასხდომის ბარათის დასკანირება და ლენტზე ბარგის დადება. ახალი სერვისი უკვე ყველა...

დაწვრილებითDetails

“სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან” – 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ოქტომბერი 11, 2025
19
მთავარი

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან. - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში, რომელიც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ეხმიანება. "ყოველი წლის 10...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

ოქტომბერი 11, 2025
6
მთავარი

სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».