LIVE TV
კვირა, ოქტომბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან” – 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

დაპოსტა 2025/10/11-ში
19
ნახვა
გაზიარება

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან. – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში, რომელიც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ეხმიანება.

“ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამ დღის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდაჭერის გაძლიერებაა.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, 2025 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნის თემად  – „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობა კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში“ დასახელდა.[1] ბუნებრივი კატასტროფები, კონფლიქტები და სხვა კრიზისული სიტუაციები მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის სერვისებზე მოთხოვნას,[2] რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას მოითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და მათი აუცილებელ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის საჭიროებაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი კოვიდ 19-ის პანდემიის დროსაც განაგრძობდა, გამოკვეთდა იმ საჭიროებებს რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს კრიზისულ პერიოდში წარმოეშობათ და ხაზს უსვამდა მათი დაკმაყოფილების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების  მისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება. მთავარ გამოწვევებად რჩება საწოლფონდის დეფიციტი, გადატვირთული პალატები, არასათანადო ფიზიკური გარემო, კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაყოფა, მკურნალობის შესახებ ინფორმაციის სიმცირე, არასაკმარისი კვება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდულობა. დამატებით პრობლემას ქმნის არასათანადო მოპყრობის, კონფიდენციალურობის დარღვევისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის საკითხები. კვლავ აქტუალურია პაციენტთა წვდომის პრობლემა მართლმსაჯულებაზე.

სტაციონარული მკურნალობის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს ამბულატორიული სერვისები. სერვისების სიმცირესა და მისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, მათში ჩართვას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. ცნობიერების დაბალი დონეც ასევე ქმნის სივრცეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსაყენებლად კონკრეტულ პირთა თუ მოვლენათა დისკრედიტაციისთვის, რაც კიდევ უფრო აზიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში და ღირსების შემლახველია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან.

სისტემური გამოწვევები დამატებით ბარიერებს ქმნის კრიზისული თუ საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში და სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებასა და საჭირო მზაობას მოითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებაზე პრიორიტეტულად ზრუნვის აუცილებლობაზე და მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან დროული და ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის, მათ შორის, პრევენციის, სერვისების გაუმჯობესებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის მიზნით.” – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი

ოქტომბერი 11, 2025
2.8k
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ნინო გელენიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს. "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო გელენიძის გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით – რომან გოცირიძე

ოქტომბერი 11, 2025
94
ეკონომიკა

“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ, ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ოქტომბერი 11, 2025
18
მთავარი

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე,...

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უკვე უამინდობის დროსაც შესაძლებელია

ოქტომბერი 11, 2025
111
მთავარი

განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. "დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ოკაცეს...

დაწვრილებითDetails

ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 11, 2025
51
მთავარი

მოსამართლემ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის...

დაწვრილებითDetails

16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა

ოქტომბერი 11, 2025
324
მთავარი

ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა, გოგოს მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იყვნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ერთი თვეა ქართველ კაცს ეძებენ

ოქტომბერი 11, 2025
158
მთავარი

 იტალიური მედიის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე, რომელიც ცხოვრობს რეჯო კალაბრიაში. უკვე ერთი თვეა მისი კვალი არ ჩანს. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოსკენ დაბრუნებისას.იტალიური მედია RTV – Reggio...

დაწვრილებითDetails

“ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო? – მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს”

ოქტომბერი 11, 2025
181
მთავარი

"როგორც ექსპერტი, დიდი ხანია ვცდილობ ქვეყანაში შევცვალო ნარკოპოლიტიკა და გავხადო არა დასჯაზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც ესაა. თუ მოვხვდი ოდესმე იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შემეძლება, ბერკეტი მექნება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ბარგთან დაკავშირებით სიახლეა

ოქტომბერი 11, 2025
1.2k
მთავარი

ქუთაისის აეროპორტმა ბარგის ჩაბარების თვითმომსახურების სისტემა დანერგა. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. მგზავრებს ბარგის რეგისტრაცია პერსონალის დახმარების გარეშე შეუძლიათ. საკმარისია მხოლოდ ჩასხდომის ბარათის დასკანირება და ლენტზე ბარგის დადება. ახალი სერვისი უკვე ყველა...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

ოქტომბერი 11, 2025
6
მთავარი

სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».