თელავის მუნიციპალიტეტში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 70 წლის კაცს სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რთულია.
მამაკაცი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანიდან არის, თუმცა წლებია ზემო ხოდაშენში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, 70 წლის კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ დაჭრა, შესაძლოა, შურისძიების ნიადაგზე მოხდა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის, სსკ 19, 108- ე მუხლით არის აღძრული.