“ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელი და ვეტერანი მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანთა შორის (D ასაკობრივ კატეგორიაში, 62 კგ.), ოქროს მედალს დაეუფლა.
ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში ჩატარდა.
გოჩა კირკიტაძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო.
პირველ ორთაბრძოლაში მან თურქი ფეიზულარ ზენგინი 7:0 დაამარცხა.
მეორე შეხვედრა მონღოლ პურევ ოჩირ-დარის 10-0 მოუგო.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში ასევე მონღოლი ბატნასან ტურუმბატი 11-0 დაამარცხა.
ნახევარფინალში ამერიკელ მეტოქეს რობინსონ პრებიშს სძლია 11-0.
ფინალში კირკიტაძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში, ყაზახი სამათ აიტკულოვი 3:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.