ტრაგედია დატრიალდა თერჯოლაში. სოფელ ჭოგნარში კრაზანას ნაკბენისგან მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 48 წლის კაცი ტყეში სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც კრაზანამ უკბინა. მას ნაკბენის გამო მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა და ადგილზე დაიღუპა.
“ძალიან კარგი ადამიანი იყო ზაზა, ჭოგნარიდან არის მისი მეუღლე, სიძეა იქაური, თვითონ ნახშირღელედან იყო. ზაზა ბრეგაძე, ჩემი კარგი მეგობარია და ეს თავზარდამცემი ამბავი ახლა გავიგე. ძალიან კარგი ოჯახი აქვს. თვითონ თბილისში მუშაობდა. როგორც გავიგე, ტყეში წასულან სოკოს საკრეფად. იქ უკბენია კრაზანას და ადგილზეა გარდაცვლილი. ძალიან დიდი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის. ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ახლა გავიგე და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. 48 წლის იყო ზაზა” – ყვება ოჯახის ახლობელი.