ელგუჯა, ძალზე უსიამოვნო მისიის შესრულება გვიხდება შენს მეგობრებს,გამოსათხოვარ სიტყვებს გიწერთ შენ, კაცს,რომელიც სიცოცხლის,სიყვარულის განსახიერება იყავი.ადამიანი,რომელიც მზად იყო გვერდით დადგომოდა ყველას,ვისაც კი ამის საჭიროება ჰქონდა.მუდამ იმედიანი,მომღიმარი,სანდო და დასაყრდენი ადამიანი.საუკეთესო მეგობარი,ძმა,მეუღლე,მამა,ბაბუა,მასწავლებელი,მეზობელი…..ძალიან გვიჭირდა იმ რეალობასთან შეგუება,რომ ჯანმრთელობა შეგერყა და ბოლო ხანებში ჩვენს გვერდით ვერ იყავი.სამსახურში ყოველი დღე შენი მდგომარეობის მოკითხვით იწყებოდა.ბავშვებიც ჩვენთან ერთად განიცდიდნენ, იმედით ვიყავით,რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა და მალე დაგვიბრუნდებოდი.29 სექტემბრის დილა წარმოუდგენლად მძიმე იყო გორდის საჯარო სკოლაში,ელდასავით იყო შენი გარდაცვალების ამბავი, ამდენი მოქვითინე დიდ-პატარა,ამდენი სევდით სავსე სახე, უხვი და გულწრფელი ცრემლი…იძინე მშვიდად,ჩვენო ძვირფასო მეგობარო,შენს სახელს დავიწყება არ უწერია, თაობებს ემახსოვრებათ,კაცი,რომელიც მართლაც დააკლდა ჩვენს თემს.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










