LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე

ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე

დაპოსტა 2025/09/25-ში
A A
78
ნახვა
გაზიარება

სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების „ძირეულ ფილოსოფიად“ რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ასევე თავის გამოსვლაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – განაცხადა მან.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მისივე განცხადებით, საქართველო მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს.

მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თეგები: გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზეყაველაშვილი
გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.   არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.   საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.   ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე
მთავარი

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"