27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაგეგმილ აქციას – “აფხაზეთი საქართველოა – არა რუსულ რეჟიმს” ქუთაისში მცხოვრები დევნილები უერთდებიან, ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
“27 სექტემბერს 32 წელი გადისრუსეთის მიერ სოხუმის დროებით ოკუპაციის დღიდან. ეს არის დღე, რომელიც მთელ საქართველოს უნდა გვახსოვდეს – რას ნიშნავს რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა და რა მსხვერპლი გავიღეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
დღეს, საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ძალას, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, ხოლო მისი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მწამებლებს, მკვლელებს ბოდიშს უხდის, რითაც შეურაცხყოფს ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხსოვნას, მათ გაღებულ მსხვერპლსა და ოჯახებს.
ამიტომ ქუთაისი ქალაქი, რომელიც 300 დღეა არის ნაწილი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობისა, უერთდება 27 სექტემბერს დაგეგმილ შეკრებას, გმირთა მემორიალთან 19:00 საათზე” – ნათქვამია ქუთაისში მცხოვრები დევნილების განცხადებაში.
დევნილთა ორგანიზაციების განცხადებით, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 19:00 საათზე გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება