LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე

“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე

დაპოსტა 2025/09/18-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი“.

ანა წითლიძემ გიორგი გახარიას „უპასუხისმგებლო, მშიშარა” უწოდა და განაცხადა, რომ ის „ტროას ცხენად“ დარჩა.

„გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, როდესაც თვითონ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან „მოძღვრავს“ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო და მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი „სუპერძალოვანი მინისტრი“, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და საკუთარ მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილზე ჩამოკიდებული დღე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ შესაძლოა განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. რეალურად, აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ ამ პროცესს უღალატოს. გახარია ჩვეულებრივ ნაწილია იმ რუსული პროექტის, როდესაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა ოპოზიციაში და დარჩა „ტროას ცხენად“. ამიტომ, ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. 4 ოქტომბერი არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს და საქართველოს სახელმწიფო დროშის გამარჯვების დღე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება რუსთაველზე და დაიცავს ამ ქვეყნის თავისუფლებას“,-განაცხადა წითლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს ისტორიაშიც იყო მშვიდობიანი რევოლუცია, როგორც ეს მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა.

„ზუსტად ასე მშვიდად, წყნარად, ნარნარად ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი დაემხოს“,-განაცხადა წითლიძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას აშინებს ქართველი ხალხის ძალა და „მშვიდობიანი დამხობა“. „ქართული ოცნების“ განცხადებები 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ნათლად მიუთითებს იმას, რომ რეჟიმს არ ეშინია არანაირი ე.წ. არჩევნების, რეალურად კი რუსული სპეცოპერაციის, რეჟიმს ეშინია ერთადერთი რამის – ეს არის საქართველოს ათასობით მოქალაქე, მშვიდობიანი რევოლუცია და რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, რომელიც 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე არის დაანონსებული. ის, რომ რეჟიმს პრობლემა აქვს ყველგან, არის ძალიან ცხადი. ეს დასტურდება მათივე განცხადებით, მათ შორის იმ პროცესებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს. მათ პრობლემა აქვთ გდდ-ში, თავდაცვის სამინისტროში, პრობლემა აქვთ პარტიის შიგნითაც. ერთმანეთის დაჭმა, დასუსტება, დაჯიჯგნა, მათ შორის ერთმანეთის თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში მოხდა, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ როგორც არასდროს 13 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ არის სუსტი, დგას “შუშის ფეხებზე” და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოტივაცია 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციისთვის“,-განაცხადა წითლიძემ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"