ქარელის ცენტრში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით კომპანია „სოკარის“ კუთვნილ პიკაპის ტიპის ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შემთხვევის დროს ქუჩა ხალხით იყო სავსე. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირი უკვე დაკავებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
წყარო; პრაიმტაიმი










