LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია

იტალიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა

დაპოსტა 2020/03/04-ში
A A
625
ნახვა
გაზიარება

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში ისევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. როგორც ცნობილია, აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

“საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

გაზიარება400

დაკავშირებული -პოსტები

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები
მთავარი

სამტრედიაში,გუშინ  რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
მთავარი

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
პოლონეთში ავარიას 27 წლის ქართველი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ქართველს თავს უცნობი ქალი დაესხა თავს. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 
მთავარი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის სალომე ბერაძეს ახლობლები ემშვიდობებიან : "სალოო, შენ წახვედი, მაგრამ ჩვენში ტკივილი დარჩა, როგორც ჩუმი ღამის გოდება, რომელიც სულში უშენობის მელოდიას მღერის.... მუდამ ჩვენს გულებში გადარეულოო..."...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისში, 8 მაისს მდინარე რიონში 19 წლის გოგონა ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ,  სამწუხაროდ ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს. დაღუპული გოგონა სალომე ბერაძე არის. ვიზიარებთ...

დაწვრილებითDetails

“გადმოგაგდებ მეოთხე სართულიდან”- შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა

by თამარა ქავთარაძე
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

“თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ”- ემანუელ მაკრონი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს – ემანუელ მაკრონი
მთავარი

თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „კიევში დავბრუნდი. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. კონტინენტის უსაფრთხოებას...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება
მთავარი

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 164-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხოლო 20:00 - აქცია პარლამენტთან გაიმართება. რეგიონებში დაგეგმილი აქციების...

დაწვრილებითDetails

“ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს” – დიმიტრი პესკოვი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა | დიმიტრი პესკოვი
მთავარი

ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"