LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2025/09/15-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს.

„მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს, დამიკავშირდნენ ,,The Guardian“-ის ჟურნალისტი Daniel Boffey და Philip Shishkin (ე.წ ფრილანსერი ჟურნალისტი), რომელიც, მისივე განმარტებით, სტატიას ამზადებდა ,,The New York Times”-თვის.

სამწუხაროდ, ორივე აღნიშნული პირის შემთხვევაში, აშკარად იკვეთება, რომ არიან დაქირავებულები ბაჩიაშვილის/მისი ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით და ამავდროულად, პირდაპირ ცდილობენ მცდარი წარმოდგენები დაამკვიდრონ მათ მკითხველთა წრეებში სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოახდინონ ჩემი მარწმუნებლის, დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია. აღნიშნული კი, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ გარდა თავიანთი მერკანტილური ინტერესების გატარებისა, მითითებული ჟურნალისტები თუ მედიასაშუალებები ასრულებენ/ატარებენ დამატებით სხვა დავალებებსა და ინტერესებს, რასაც უფრო ხანგრძლივი ისტორია და ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ბაჩიაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა.

ზემოაღნიშნულის პირდაპირი დასტურია ბატონი Daniel Boffey-ის ბოლო კომუნიკაციის მცდელობა ჩემთან. კერძოდ, 2025 წლის 12 სექტემბერს, სამუშაო დღის ბოლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე Daniel Boffey-ის წერილი (წერილი ელ. ფოსტაზე გამოიგზავნა 17:00 საათზე, ხოლო მე პირადად გავეცანი მას მოგვიანებით), რომელშიც იყო მოცემული რამოდენიმე აბსტრაქტული შინაარსის, უსაფუძვლო ბრალდება (მაგალითად – ბატონი ბაჩიაშვილი ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარია, ბატონ ივანიშვილს აკლია თანაგრძნობა და შესაძლოა ბოროტი იყოს და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები), რომელიც გაჟღერდა ბაჩიაშვილის დედის მიერ.

ამასთან, ბატონმა Boffey-იმ ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთების სურვილის არსებობის შემთხვევაში, კატეგორიული ფორმით მოითხოვა აღნიშნულის განხორციელება იმავე დღის საღამოს ექვს საათამდე ბრიტანული დროით. ამავდროულად, ამ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებების პრესაში გაჟღერების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, დააწესოს სანქციები ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ თითქოს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო.

ბრიტანელი ჟურნალისტის ე.წ. კითხვები ჩამოყალიბებულია ,,დედის ბრალდებების“ სახით, მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკასა და საფუძველს. აშკარაა, რომ მიზანი ჟურნალისტისა არის არა საქმის შესახებ რეალური ვითარების გარკვევა (მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისათვის საჯაროდ არაერთხელ მოვახდინეთ საქმის ირგვლივ არსებითი განმარტებები და არც ერთხელ აღნიშნულზე არ უპასუხიათ არც ბაჩიაშვილს და არც მის ადვოკატებს), არამედ უარყოფითი შინაარსით ფორმულირებული ინფორმაციის გავრცელება მედიასივრცეში.

ამასვე ადასტურებს წერილის გამოგზავნის დრო და მასზე რეაგირებისათვის განსაზღვრული პერიოდი. როგორც აღვნიშნე, წერილი გამოიგზავნა პარასკევს (2025 წლის 12 სექტემბერი) სამუშაო დღის დასასრულს და მასში კატეგორიული ფორმით განსაზღვრული იყო მხოლოდ 3 საათი რეაგირებისათვის. ცხადია, რომ ჟურნალისტმა ამით ფორმალურად შეასრულა მისი ეთიკური ვალდებულება ,,მეორე მხარის“ ინფორმირებისა. თუმცა, რეალურად, არც კი მისცა დაზარალებულ მხარეს რეაგირებისთვის დრო (როგორც იკვეთება, არც აინტერესებდა პასუხები) და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა შეკვეთილი სტატია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პირველი კომუნიკაციის შემდგომ ბატონ Daniel Boffey-ისთან, რა დროსაც მან ასევე უაპელაციოდ განმისაზღვრა პასუხებისთვის დროის ჩარჩო, შემდგომ გადააცილა სტატიის გამოქვეყნების ჩემთან გაჟღერებულ ყველანაირ ვადას და ამავდროულად ჩემი პასუხები ასახა მაქსიმალურად ზოგადი, ,,უღიმღამო“ ფორმითა და შინაარსით (ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ასახა), ნათლად ავუხსენი მას, რომ მისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის და ვწყვეტდი მასთან კომუნიკაციას. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ცალსახად გამოიკვეთა, რომ მისი სურვილი იყო არა ჩემი დასაბუთებული პასუხების მიღება და მისი მკითხველისთვის გაცნობა, არამედ დაზარალებული მხარის პოზიციების გაგება და გამოსაქვეყნებელი სტატიების დამკვეთებისათვის მისაღები ფორმით მომზადება, რასაც მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნდა – მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოეჩინათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

აქვე მოკლედ შევეხები Daniel Boffey-ის მიერ მის ბოლო ელექტრონულ წერილში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში ასახულ მსჯელობას, თითქოს იგი დაასანქცირეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო. აღნიშნული ცრუ მსჯელობა ასახულ იქნა კიდეც მის მიერ სტატიაში.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი დაუსაბუთებელი სანქციის გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან. თუმცა, ეს დაუსაბუთებელი სანქცია შემოიფარგლა მხოლოდ ,,რუსეთთან საეჭვო კავშირებზე“ მითითებით (ვიმეორებ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი კონკრეტიკისა და ფაქტებზე მითითების გარეშე), მაშინ როცა ბატონი Daniel Boffey-ი, ზოგიერთი არასამთავრო ორგანიზაციის სტილში, გვთავაზობს ,,ბრალდებების“ მთელ სერიას, რაც თურმე ეხება დემოკრატიის უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ვფიქრობთ, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე და კონკრეტული დაკვეთის შესრულებაზე.

რაც შეეხება ბატონ Philip Shishkin-ს, მის ყველა ძირითად შეკითხვას 18 აგვისტოს ვუპასუხე (დამატებით შეკითხვას ვუპასუხე 21 აგვისტოს), ვინაიდან Daniel Boffey-ის მსგავსად მანაც შემზღუდა დროში იმ მოტივით, რომ სტატია მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო.

დღეს კი, როდესაც მიილია სექტემბრის თვის ნახევარი, სტატია კვლავაც არ არის გამოქვეყნებული და ჩემს მიერ გაცემული პასუხები ასახული. შესაბამისად, გვაქვს იგივე მოცემულობა, რაც პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნა აღწერილი ჩემს მიერ – სამწუხაროდ, მართული მედიის მიერ დამკვეთების დავალებების შესრულება და ობიექტურად არსებული სურათის სრული უგულებელყოფა”, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

გაზიარება458

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და...

დაწვრილებითDetails

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ. ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი. ტელეფონი...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი – დღე აქტიურობით იქნება დატვირთული. შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მომავალში ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. პირად ურთიერთობებში სჯობს ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს...

დაწვრილებითDetails

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"