ქუთაისში, ხონის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლის “იმედი” დამფუძნებლის დავით ღაღანიძის სახლი გაქურდეს, წაღებულია დიდი ოდენობით ოქროულობა.
როგორც “მეგანიუსთან” საუბრისას დავით ღაღანიძე აღნიშნავს, შემთხვევა 11 სექტემბრის ღამეს მოხდა, მაშინ როდესაც ოჯახი 1 დღით საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
დავით ღაღანიძის თქმით, სახლში გატეხილია სეიფი, საიდანაც წაღებულია ოქროულობა, მისივე თქმით ზარალი ძალიან დიდია. ძარცვის შესახებ ოჯახმა სახლში დაბრუნების შემდეგ გაიგო, მაშინ როდესაც მათ კარი გააღეს სახლის ყველა ოთახში ნივთები ძირს იყოს გადმოყრილი. ოჯახმა პოლიცია გამოიძახა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.