LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას”- ადვოკატი

“ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას”- ადვოკატი

დაპოსტა 2025/09/13-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განუცხადა, ბურჭულაძე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას დაესწრება, თუ ამაში მას ჯანმრთელობა ხელს არ შეუშლის.

„პოზიცია უცვლელია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჩვენს პოზიციაში ცვლილება არ არის. სურვილი აქვს [სხდომაზე] დასწრების, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უკეთესობისკენ არის, სავარაუდოდ, დაესწრება. თუმცა, წოლითი რეჟიმი რჩება“, – განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლები არ არსებობს.

„საქმის მასალები ელექტრონულად გადმოგვეცა, ჯუანშერი მასალებს არ გასცნობია, ფიზიკურად ვერ გაეცნობოდა. თუ ჩვენ შევხედავთ პატიმრობის მოთხოვნის დასაბუთებას, სამართლებრივად და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ის შეუძლებელია დასაბუთებული იყოს, რადგან, ის საფრთხეები, რისთვისაც პატიმრობა გამოიყენება, უბრალოდ არ არსებობს და არ არსებობს მითუმეტეს, მტკიცებულება ამ საფრთხეების არსებობის შესახებ. მხოლოდ ვარაუდებს, რომ შესაძლოა, ეს მოხდეს, ალბათ დაიმალება, აბა რას იზამს, ეს დაშვებული არ არის და პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის არც ჩვენი და არც საერთაშორისო კანონმდებლობით. დაახლოებით, ივნისიდან დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება, ვერც ერთ ეტაპზე გამოძიება ვერ იტყვის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ, ან მისმა ოჯახის წევრებმა, ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა რამე სახით გამოძიებას ხელი შეუშალეს“, – განაცხადა ხაჩიძემ.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ის დაკავებას, ასე პასუხობს:

„თუ ვიმსჯელებთ იმ პოზიციიდან, რომ ის უდანაშაულოა, დანაშაული არ ჩაუდენია და ყველა ის მტკიცებულება, რაც შეიძლება საეჭვოდ მოეჩვენოს პროკურატურას და გამოძიებას, შეგვიძლია დავასაბუთოთ და წარმოვადგინოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო“, – აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რას უკავშირებს ის მის დაკავებას, ან აპირებს თუ არა პროცესზე საუბარს, ხაჩიძე პასუხობს, რომ „თვითონ იტყვის პროცესზე“.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას, ან თუნდაც, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს არ იცის.

„ვერ გეტყვით, ამ საქმეზე რაც გაიზარდა, კანონს არ შეესაბამება, კანონთან შეუსაბამო მოქმედებებზე პროგნოზირება რთულია… ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა გამოდის, რომ პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ხელისუფლება იტყვის, რომ ებრძვის კორუფციას, ოპოზიცია იტყვის, რომ კორუმპირებული ხელისუფლებაა. ყველა ჩვენს წინააღმდეგაა, ასე გამოდის“, – აცხადებს ხაჩიძე.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"